ალექსანდრე ტარსაიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტარსაიძე.

ალექსანდრე გიორგის ძე ტარსაიძე (დ. 22 ივნისი, 1901, თბილისი, — გ. 25 თებერვალი, 1978, ნიუ-იორკი, დაკრძალულია იქვე, ნოვო-დიდეევოს მართლმადიდებლური მონასტრის ეზოში) — ქართველი მწერალი და ისტორიკოსი, ემიგრანტი. ექიმ გიორგი ტარსაიძის შვილი.

დაიბადა თბილისში. სამხედრო განათლების მისაღებად პეტერბურგში გაგზავნეს. იყო საზღვაო კორპუსის კადეტი. რუსეთის 1917 წლის რევოლუციის და საზღვაო კორპუსის დახურვის (1918) შემდეგ თბილისში დაბრუნდა. მუშაობდა ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო წარმომადგენლის, ამერიკელი პოლკოვნიკის უილიამ ჰასკელის ოფისში. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ერთხანს სტამბოლში ამერიკული დახმარების ადმინისტრაციის შტაბში მუშაობდა, 1923 წელს კი აშშ-ში გადასახლდა. მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში, მათ შორის გიორგი მაჩაბლის პარფიუმერულ ფირმაში. II მსოფლიო ომის (1939-1941) წლებში აშშ-ის არმიის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა. ომის შემდეგ დაუბრუნდა ბიზნესს და მუშაობდა სხვადასხვა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის აგენტად, მონაწილეობდა სახელოვნებო აუქციონებში. ამავდროულად, ეწეოდა სამწერლობო საქმიანობას, აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალ „ლაიფში“. მისი ძირითადი შრომები შეეხება XX საუკუნის დასაწყისის რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ისტორიის საკითხებს. ტარსაიძის არქივი ინახება სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტში.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Морской корпус за четверть века, 1901-1925 (The Naval Corps for a Quarter of the Century, 1901-1925; NYC, 1944);
  • Czars and Presidents. The Story of a Forgotten Friendship (NYC, 1958);
  • Четыре мифа о Первой мировой (Four Myths about the First World War; NYC, 1969);
  • Katia: Wife before God (NYC, 1977).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება