ალექსანდრე თიბილოვი

ალექსანდრე თიბილოვი, ცნობილია ასევე ფსევდონიმით ხოსდაუ (ოს. Тыбылты Алыксандр; დ. 17 თებერვალი, 1887, ზალდა, გორის მაზრა — გ. 1937[1] [სხვა მონაცემებით — 8 ივნისი, 1938], ცხინვალი) — ოსი მწერალი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

ალექსანდრე თიბილოვი
დაბადების თარიღი 17 თებერვალი, 1887(1887-02-17)
დაბადების ადგილი ზალდა
გარდაცვალების თარიღი 1937
გარდაცვალების ადგილი ცხინვალი
ფსევდონიმი Хосдау
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ასფსრ
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის კლასიკური გიმნაზია და Imperial Novorossiia University

ბიოგრაფია რედაქტირება

1910 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, 1915 წელს ოდესის უნივერსიტეტი. იმავე წლიდან ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში რუსულ ენას.

1918 წლის ოქტომბერში ალექსანდრე თიბილოვი (ოსებისათვის გამოყოფილი კვოტით) აირჩიეს და ერთხანს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი, როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი. ამავდროულად, მან პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო ცხინვალის გიმნაზიაში. 1920 წელს მუშაობა დაიწყო რეგიონის განათლების სისტემაში.

1924 წელს იყო წამყვან გაზეთ „ხურზარინის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 1927 წელს ანალოგიური როლი შეასრულა ჟურნალ „ფიდიუაგის“ დაარსებაში და ფუნქციონირებაში. მონაწილეობდა სხვა ჟურნალ-გაზეთების გამოცემაშიც. 1932 წელს მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა აგრობიოლოგიური ინსტიტუტი, სადაც იყო დირექტორის მოადგილე (შემდგომში გარდაიქმნა პედაგოგიურ ინსტიტუტად). ხშირად აქვეყნებდა ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, ოსურ ენაზე თარგმნიდა რუს და ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს. 1989 წლიდან მისი სახელი მიენიჭა პედაგოგიურ ინსტიტუტს, რომელიც რეპრესირებული და რეაბილიტირებულია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შველიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 195.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. «Писатели Осетии», стр. 88