ალექსანდრე აფანასიევი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფანასიევი.

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე აფანასიევი (რუს. Александр Николаевич Афанасьев; დ. 23 ივლისი [ ძვ. სტ. 11 ივლისი], 1826, ბოგუჩარი, ვორონეჟის გუბერნია — გ. 5 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 23 სექტემბერი], 1871, მოსკოვი) — რუსი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი.

ჟურნალ „ბიბლიოგრაფიჩესკიე ზაპისკის“ გამომცემელი (1859–1860). მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „1769-1774 წლების რუსული სატირული ჟურნალები“ (1859), კრებული „რუსული ხალხური ლეგენდები“ (1859), სტატიები ნ. ნოვიკოვის, დ. ფონვიზინის, ა. კანტემირისა და სხვების შესახებ. „სლავების პოეტური შეხედულებანი ბუნებაზე“ (ტ. 1-3, 1866-1869), რომელიც მითოლოგიის სკოლის პრინციპებზეა აგებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კრებულია „რუსული ხალხური ზღაპრები“ (ნაკვ. 1-8, 1855-1864), სადაც ექვსასამდე ტექსტია თავმოყრილი.

ლიტერატურა რედაქტირება