ალეტესი (ბერძნ. Ἀλήτης) — ჰერაკლეს შთამომავალი, მან დაიპყრო კორინთო და იქიდან განდევნა სიზიფოსის შთამომავლები. ალტესი ათენის დაპყრობასაც ცდილობდა, მაგრამ ვერ შესძლო ათენის მეფის — კოდროსის მიერ თავის მსხვერპლად შეწირვის გამო.

ალტესი ეგისთეს ძე რედაქტირება

ეს ალტესი ეგისთეს ვაჟია. როდესაც ორესტე ტავრიდაში გაემგზავრა, მიკენის ტახტს ალეტესი დაეუფლა, მაგრამ შემდეგ ტახტი კვლავ ორესტემ დაიბრუნა. ალეტესის შესახებ ტრაგედია დაუწრია სოფოკლეს, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.