ალესანდრო დიამანტი

ალესანდრო დიამანტი (იტალ. Alessandro Diamanti; დ. 2 მაისი, 1983, პრატო, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, სერია ა-ს კლუბ „ბოლონიას“ ნახევარმცველი.

ალესანდრო დიამანტი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალესანდრო დიამანტი
დაბადების
თარიღი
2 მაისი, 1983 (1983-05-02) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
პრატო, იტალია
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბოლონია
ნომერი 23
ახალგაზრდული კარიერა
1989—1997 სანტა-ლუჩია
1997—2000 პრატო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2004 პრატო 23 (4)
2001–2002 ფუკეჩიო (იჯარა) 24 (3)
2003 ფიორენტინა ვიოლა (იჯარა) 3 (0)
2004–2006 ალბინოლეფე 26 (0)
2006—2007 პრატო 49 (19)
2007–2009 ლივორნო 63 (24)
2009–2010 ვესტ ჰემ იუნაიტედ 28 (7)
2010–2011 ბრეშა 32 (6)
2011- ბოლონია 33 (10)
ეროვნული ნაკრები
2010- იტალია 8 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ალესანდრომ კარიერა მშობლიურ „პრატოში“ დაიწყო, თუმცა მეტ დროს იჯარით სხვადასხვა კლუბებეში ატარებდა. საბოლოოდ კი „ალბინოლეფემ“ იყიდა სადაც საშუალო შეფასების ორი სეზონი ჩაატარა. 2007 წელს იგი „ლივორნოში“ გადავიდა, სადაც პირველივე სეზონში გუნდთან ერთად სერია ბ-ს ჩაყვა. მომდევნო სეზონში იგი უდავოდ საუკეთესო იყო ტოსკანურ კლუბში და მისმა 20 გოლმა გუნდი კვლავ სერია ა-ში დააბრუნა, რის შემდეგ სეზონის ბოლოს კუნძულზე ლონდონის „ვესტ ჰემში“ გადაბარგდა. სადებიუტო გოლი ჩაქუჩებში კი პენალტიდან „ლივერპულის“ კარში გაიტანა. მთლიანობაში მისი ლონდონის კარიერა კარგი გამოდგაა იმ ერთი სეზონის გათვალისწინებით, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელის ჯანფრანკო ძოლას წასვლის შემდეგ, მანაც დატოვა ჩაქუჩები, რადგან სწორედ ამ უკანასკნელის მოყვანილი იყო ალესანდრო კუნძულზე.

2010 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და ლომბარდიას, კერძოდ კი „ბრეშას“ შეუერთდა. ლომბარდიელებს მისი ყიდვა 2.2 მილიონი ევრო დაუჯდათ. მართალია მხოლოდ ერთი სეზონის ჩატარება შეძლო მან „ბრეშაში“, თუმცა იგი უდავოდ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ თვითონ გუნდს ეს არ ეყო და სერია ბ-ში დაეშვა, რის გამოც სეზონის ბოლოს ალესანდრო ემილია-რომანიას ესტუმრა და „ბოლონიას“ ფეხბურთელი გახდა, სადაც მისი კარიერა კარგად დაიწყო, სადებიუტო გოლი კი ინტერის კარში გაიტანა. მან თავისი თავი იპოვა „ბოლონიაში“ და ტყუილა არც ჩეზარე პრანდელიმ წაიყვანა ალესანდრო ევროპის ჩემპიონატზე 2012-ში.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

დებიუტი ნაკრებში 2010 წლის 17 ნოემბერს ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან ჰქონდა, სადაც მხოლოდ ერთი ტაიმი ათამაშა ჩეზარე პრანდელიმ.

ევროპის ჩემპიონატზე 2012-ში ალესანდროც წაყვანილი იყო, სადაც ჯგუფში ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ შემოვიდა, მაგრამ მისი საუკეთესო მომენტი კი პენალტების სერიაში ინგლისის ნაკრების კარში გატანილი ბოლო პენალტი იყო 1/4-ფინალში, რითაც მან თავისი ნაკრები 1/2-ფინალში გაიყვანა.

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო

სანაკრებო

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება