ალენკა ბრატუშეკი (სლოვენ. Alenka Bratušek; დ. 31 მარტი, 1970, ცელე, იუგოსლავია) — სლოვენიელი პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 მარტიდან 2014 წლის 26 აგვისტომდე.

ალენკა ბრატუშეკი
ალენკა ბრატუშეკი
სლოვენიის მე-9 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 მარტი, 2013 – 26 აგვისტო, 2014
პრეზიდენტი  ბორუტ პაჰორი
წინამორბედიიანეს იანშა
მემკვიდრემიროსლავ ცერარი

დაბადებული31 მარტი, 1970
ცელე, იუგოსლავია
პოლიტიკური პარტიაპოზიტიური სლოვენია
განათლებალიუბლიანის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

ალენკა ბრატუშეკი დაიბადა იუგოსლავიის ქალაქ ცელეში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ლიუბლიანის უნივერსიტეტში, რომელიც ფინანსების მენეჯერის სპეციალობით დაამთავრა. 2009-2011 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში. 2011 წელს სლოვენიის პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. 2013 წელს გახდა ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება