ალბრეხტ I (ბრაუნშვაიგი)

ალბრეხტ I „დიდი” (გერმ.: Albrecht I. "der Große") (დ. 1236 — გ. 15 აგვისტო, 1279) — ძმასთან, იოჰან I-თან ერთად ბრაუნშვაიგისა და ლიუნებურგის მეორე ჰერცოგი იყო, სანამ ეს საჰერცოგო ძმებმა 1269 წელს ერთმანეთში არ გაიყვეს.

ალბრეხტ I

1252 წელს მამის ჰერცოგ ოტო ცუ ბრაუნშვაიგ უნდ ლიუნებურგის სიკვდილის შემდეგ ალბრეხტის ხელში გადავიდა საჰერცოგოს მმართველობა. ამასთან ერთად ის ძმის იოჰანის მეურვეც იყო. 1267 წელს ძმებმა საჰერცოგო გაიყვეს. ალბრეხტს მამის სამფლობელო შუაზე უნდა გაეყო, ხოლო იოჰანს უფლება ჰქონდა პირველს ამოერჩია, რომელი ნაწილიც სურდა. იოჰანმა თავისი არჩევანი ქალაქ ჰანოვერზე და ლიუნებურგის მიწაზე შეაჩერა, ალბრეხტს წილად ერგო ბრაუნშვაიგის მიმდებარე მიწები, რომლებშიც შედიოდნენ ქალაქები: ვოლფენბიუტელი, კალენბერგი და გეტინგენი.

1269 წელს გაყოფა ოფიციალურად იქნა დადასტურებული. ალბერეხტმა სათავე დაუდო „ბრაუნშვაიგის ძველ შტოის“, ხოლო იოჰანმა „ლიუნებურგის ძველ შტოის“ დინასტიას. 1254 წელს ალბრეხტ I-მა იქორწინა ელიზაბეთ ფონ ბრაბანტზე (გ.1261). მისი მეორე ცოლი იყო მარკიზა ადელაიდა დი მონფერატო, რომელთანაც შეეძინა შვილები:

ალბრეხტ I დაიკრძალა ბრაუნშვაიგის კათედრალში.