ალბერტ (ელ) გორი (ინგლ. Albert (Al) Gore; დ. 31 მარტი, 1948) — ამერიკელი პოლიტიკოსი და ეკოლოგი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 1993-2001 წლებში ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში. ვიცე-პრეზიდენტობამდე ჯერ წარმომადგენელთა პალატის (1977-1985), შემდეგ კი სენატის (1985-1993) წევრი იყო და ტენესის შტატს წარმოადგენდა. დოკუმენტურმა ფილმმა „უხერხული სიმართლე“ გორის მონაწილეობით ამერიკის კინოაკადემიის ოსკარი მიიღო, ხოლო 2007 წელს ნობელის მშვიდობის პრემია გაიყო კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად.

ალბერტ გორი
Albert Gore
ალბერტ გორი Albert Gore
ალბერტ გორი, 2007 წელი
აშშ-ის 45-ე ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1993 – 20 იანვარი, 2001
პრეზიდენტი  ბილ კლინტონი
წინამორბედიდენ ქუეილი
მემკვიდრედიკ ჩეინი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1985 – 2 იანვარი, 1993

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1977 – 3 იანვარი, 1985

დაბადებული31 მარტი, 1948 (72 წლის)
ვაშინგტონი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლემერი ელიზაბედ გორი
რელიგიაბაპტისტი
ხელმოწერა

გორი 2000 წელს დემოკრატების მხრიდან ნომინირებული იყო პრეზიდენტის კანდიდატურაზე, რაც საბოლოოდ ამერიკის ისტორიაში ყველაზე წინააღმდეგობრივი არჩევნები გამოდგა. ფლორიდის შტატში ხმის მიცემის სისტემაში დარღვევებისა და სასამართლოში გასაჩივრებების მთელი სერიის მიუხედავად, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, საბოლოო გადაწყვეტილებაში საქმეში „ბუში გორის წინააღმდეგ“, შეწყვიტა ბიულეტენების გადათვლა და ჯორჯ ბუში არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ალბერტ გორი დაიბადა 1948 წლის 31 მარტს დემოკრატი სენატორის ალბერტ გორი-უფროსისა და მისი მეუღლის პოლინ ლაფონ-გორის ოჯახში. 1956-1965 წლებში სწავლობდა სენტ-ოლბანის სკოლაში. შემდეგ გახდა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც დაასრულა 1969 წელს და მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი. სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარი სურვილით შევიდა აშშ-ის არმიაში, იმის მიუხედავად, რომ არც იგი და არც მისი მამა არ დაუჭერდნენ მხარს ვიეტნამში მიმდინარე ომს. 1971 წელს, როგორც სამხედრო ჟურნალისტი, გორი რამდენიმე თვეს ატარებს საინჟინრო ბრიგადაში, რომელიც სამხრეთ ვიეტნამში მოქმედებდა, ამის შემდეგ მოხდა მისი დემობილიზაცია. მუშაობდა გაზეთ The Tennessean-ში, 1974-1976 წლებში სწავლობდა ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.

პოლიტიკური კარიერის დაწყება რედაქტირება

1977 წელს იწყება ალბერტ გორის პოლიტიკური კარიერა. ამ წელს იგი გახდა წარმომადგენელთა პალატის წევრი ტენესის მეოთხე საარჩევნო ოლქიდანნ. ექვსი წლის შემდეგ კვლავ წარმომადგენელთა პალატის წევრია, კვლავ ტენესიდან, მაგრამ ამჯერად მეექვსე საარჩევნო ოლქიდან. 1985 წელს ტენესის შტატის წარმომადგენელია აშშ-ის კონგრესში და დაიკავა ის თანამდებობა, რომელიც მანამდე მამამისს ეკავა. 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი (პრეზიდენტობის კანდიდატი იყო ბილ კლინტონი). ორივე კანდიდატი იყო ახალგაზრდა, ხოლო არკანზასის შტატის გუბერნატორი საკმაოდ უცნობი საზოგადოებისათვის. მაშინდელმა მოქმედმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში არ გაზრდიდა გადასახადებს, მაგრამ არჩევის შემდეგ პირობა არ შეასრულა. ამის გამო მან მან ხმების დიდი რაოდენობა დაკარგა, მეორე ვადით არჩევის მცდელობისას. არჩევნმების შედეგებზე გადამწყვეტი როლი ითამაშა მესამე ძლიერმა კანდიდატმა როს პერომ რომელმაც მიიღო ხმების 18,9 %. ბილ კლინტონისა და ალბერტ გორის წყვილმა მიიღო ხმების 43 %, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა და მისმა ვიცე-პრეზიდენტმა 37,4 %. ექსპერტების აზრით, სწორედ მან წაართვა ხმები ჯორჯ ბუშს, რამაც გამარჯვებამდე მიიყვანა ბილ კლინტონი[1].

ვიცე-პრეზიდენტობა რედაქტირება

1993 წლის 20 იანვარს ალბერტ გორი გახდა აშშ-ის 45-ე ვიცე-პრეზიდენტი. 1996 წელს ბილ კლინტონთან ერთად იგი მეორე ვადით აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად. ალბერტ გორი აქტიურად უჭერდა მხარს კლინტონის პოლიტიკას, გაიზარდა მისი პოპულარობაც და 1996 წელს ცალსახად გამოხატა სურვილი დაეწყო საკუთარი საპრეზიდენტო ბიოგრაფიაც.

ბილ კლინტონისა და ალბერტ გორის რვაწლიანი მოღვაწეობის შედეგად ამერიკის ეკონომიკა გაიზარდა. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო 1993 წლის კანონი „ბიუჯეტის დარეგულირების შესახებ“, რომელსაც გორმა მისცა თავისი გადამწყვეტი ხმა. გორის როგორც ვიცე-პრეზიდენტის ძირითადი მიღწევა იყო, ეროვნული ატესტაციის შემოღება, რომელიც აჩვენებდა ფედერალური მთავრობების თაღლითობისა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებს, ასევე ხაზს უსვამდა ბიუროკრატიის შემცირებასა და დირექტივების რაოდენობას. გორი ამტკიცებდა, რომ ამ დოკუმენტმა ბილ კლინტონს ხელი შეუწყო ფედერალური მთავრობების შეზღუდვაში.

როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ელ გორმა დიდი წვლილი შეიტანა ინტერნეტის განვითარებაში და მას ზოგჯერ „ინტერნეტის მამასაც“ კი უწოდებენ.

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რედაქტირება

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ალბერტ გორსა და მის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯო ლიბერმანს წარმატება ვერ მოუტანა. ვიცე-პრეზიდენტი გორი განსაკუთრებული სირთულეების გარეშე გახდა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, რომელმაც პარტიის პრაიმერიზში დამაჯერებლად დაამარცა თავისი ერთადერთი მეტოქე, ყოფილი კალათბურთელი და სენატორი ბილ ბრედლი. 2000 წლის აგვისტოში, დემოკრატიული პარტიის კონვენციით, ლოს-ანჯელესში ოფიციალურად წარადგინეს გორის კანდიდატურა მისმა შვილმა კაერნა გორ-შიფმა და ჰარვარდში სწავლის დროს ოთახის მეზობელმა, მსახიობმა ტომი ლი ჯონსმა. ელ გორის წინასაარჩევნო კამპანია ფოკუსირებული იყო ქვეყნის ეკონომიკურ აყვავებაზე, რომელსაც მიაღწიეს ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს და ამომრჩევლებს პირდებოდა მისი პოლიტიკის გაგრძელებას. მისი პროგრამის მნიშვნელოვან წინადადებებს შორის იყო ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის გაფართოება საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით და დანიშნულებისამებრ წამლების მიწოდება.

მიუხედავად იმისა, რომ ელ გორმა უფრო მეტი ამომრჩევლების ხმა მიიღო ვიდრე ჯორჯ უოკერ ბუშმა, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა რაოდენობა ბუშისა უფრო მეტი აღმოჩნდა. ასეთი რეზულტატის მიზეზი იყო ხმების დათვლის შედეგი ფლორიდის შტატში, სადაც ბუშმა გაიმარჯვა სულ რაღაც 537 ხმით. ასეთ ვითარებაში ელ გორმა და მისმა მომხრეებმა არ დათმეს, მოითხოვეს ხმების გადათვლა და თვლიდნენ რომ 6 მლნ ხმის დათვლისას შეცდომები აუციილებლად იქნებოდა. შეცდომები ორივე მხარის ხმების დათვლისას იპოვეს. საბოლოოდ ერთთვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, 2000 წლის 12 დეკემბერს, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, ელ გორი დამარცხდა.

არაპოლიტიკური მოღვაწეობა რედაქტირება

2013 წლამდე ელ გორი იყო ამერიკული ტელეარხის Current TV-ის თანამფლობელი, ერთი პერიოდი ელ გორი შედიოდა კომპანია Apple Inc.-ის დირექტორთა საბჭოში და მუშაობდა კომპანია Google-ს არაოფიციალურ მრჩეველ-მენეჯერად.

2001 წელს მონაწილეობდა მულტფილმ „ფუტურამას“ გახმოვანებაში. იგი იყო ფესტივალ Live Earth-ის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც გაიმართა 2007 წლის 7 ივლისს.

2007 წელს მისმა ფილმმა „მოუხერხებელი სიმართლე“ მიიღო ორი ოსკარი (როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და საუკეთესო ორიგინალური სიმღერა).

ნობელის მშვიდობის პრემია რედაქტირება

2007 წლის 12 ოქტომბერს მიანიჭეს ნობელის მშვიდობის პრემია ბუნების დაცვაში გაწეული შრომისა და კლიმატის ცვლილებების პრობლემების კვლევისათვის.

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გორი მსოფლიოს ათეულობით ქალაქში გამოდიოდა სიტყვით. პრესაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, მისი საფასური გარემოს დაცვის თემაზე ჩატარებული ერთსაათიანი ლექციისთვის 100 000 აშშ დოლარს აღწევდა[2].

პირადი ცხოვრება რედაქტირება

1970 წლის 19 მაისს დაოჯახდა ტაიპერ გორზე. მათ იქორწინეს ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში[3][4][5]. წყვილს შეეძინათ ოთხი შვილი. კარენა გორი (დ. 1973), კრისტინ კარლოსნ გორი (დ. 1977), სარა ლაფონ ფორი (დ. 1979) და ალბერტ არნოლდ გორი III (დ. 1982).

2010 წლის ივნისში ელ გორმა მეგობრებს გაუგზავნა მეილზე წერილი, რომ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მათ გადაწყვიტეს გაშორება[6][7]. 2012 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელ გორი ხვდებოდა კალიფორნიელ ელისაბედ კიდლის[8].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Steve Gruber. (2018-12-04) John Fund: Why was George H.W. Bush a one-term president?. ციტატა:Millions of Republicans and fiscal conservatives abandoned Bush for Ross Perot, costing Bush the White House […] Bush won 54 percent of the vote in 1988. In 1992, with Ross Perot splitting the fiscal conservative vote, he won only 37 percent.ციტირების თარიღი: 2020-04-10.
  2. Al Gore, $100,000 Man | The Smoking Gun
  3. Family photo (December 31, 1999). „Sen. Albert Gore and Pauline Gore share words with their son Al Jr. and his bride“. The Washington Post. The Life of Al Gore, Path to Politics. ციტირების თარიღი: June 28, 2010.
  4. Family photo (December 31, 1999). „The Life of Al Gore, Growing up“. The Washington Post. ციტირების თარიღი: June 28, 2010.
  5. Howd, Aimee (August 23, 1999). „Next First Lady Will Recast Role – Tipper Gore and Laura Bush“. Insight on the News. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 8, 2013. ციტირების თარიღი: June 28, 2010.
  6. Schelzig, Erik (June 1, 2010). „After 40 years of marriage, Tipper and Al Gore part ways“. Christian Science Monitor. Associated Press. ციტირების თარიღი: December 30, 2013.
  7. Schelzig, Erik (June 1, 2010). „Al and Tipper Gore to separate after 40 years“. Nashville, TN: Yahoo News. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 18, 2010. ციტირების თარიღი: June 28, 2010.
  8. „Al Gore has a girlfriend: California donor and activist Elizabeth Keadle“. The Washington Post. May 17, 2012.