ალასტანი[2]სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭობარეთის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1660 მეტრზე, ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ-ით.

სოფელი
ალასტანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი ალასტანი
კოორდინატები 41°32′49″ ჩ. გ. 43°24′03″ ა. გ. / 41.54694° ჩ. გ. 43.40083° ა. გ. / 41.54694; 43.40083
დაარსდა 1828
ცენტრის სიმაღლე 1660
მოსახლეობა 641[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ალასტანი — საქართველო
ალასტანი
ალასტანი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ალასტანი
ალასტანი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ალასტანი

ისტორია რედაქტირება

ალასტანი უძველესი ისტორიული სოფელია საქართველოში. XIII–XIV საუკუნეებში იგი იყო საუფლისწულო მამული, ქართველ მეფეთა თუ უფლისწულთა რეზიდენცია. თუ რა როლს თამაშობდა სოფელი საქართველოს ისტორიაში, წარმოდგენა შეგვექმნება, თუ გავიხსენებთ, რომ ლაშა-გიორგის ალასტანელ მეფეს ეძახდნენ. ლაშა-გიორგის გარდა ალასტანელი მეფეები ყოფილან დავით და მელქისედეკ რუსუდან დედოფლის შემდეგ. „ეტყობა მონღოლების დროს ერთი შტო ბაგრატიონთა გამეფებულა ალასტანში“ (ექვთიმე თაყაიშვილი).

ისტორიულად ალასტანი ორად იყოფოდა ზემო და ქვემო ალასტანი.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 641 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1133 513 620
2014[1]   641 313 328

ეკლესია რედაქტირება

სოფლის ცენტრში დგას X–XI სს. დარბაზული ეკლესია. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე არის ორი წარწერა. ერთი იკითხება: „ესე მე ოძელმან დავდე ქვა“. მეორე წარწერის წაშლა უცდიათ საგულდაგულოდ, საღებავიც გადაუსვამთ ისე, რომ აღარ ირჩევა. სოფელში ქართული ეკლესიის უკანვე აშენებულია XIII–XIV საუკუნეების სომხური დიდი ეკლესია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 267.
  • ბერიძე მ., ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. გვ. 335-404, ახალციხე, 2002

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.