ალადინი - ხალხური ზღაპარი, სავარაუდოდ შუა აღმოსავლური წარმოშობის. მიუხედავად იმისა, რომ "ალადინი" არ არის „ათას ერთი ღამის წიგნის“ ("არაბული ღამეების") ორიგინალური არაბული ტექსტის ნაწილი, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზღაპარია, რომელიც ამ კრებულთან ასოცირდება. რეალურად ის წიგნში დაამატა ფრანგმა მთარგნელმა ანტუან გალანდმა, რომელმაც ეს ზღაპარი მარონიტი ქრისტიანი მეზღაპრე ჰანა დიაბისგან გაიგო.

ალადინის ზღაპარი არნე-ტომპსონ-უტერის ინდექსში კლასიფიცირებულია, როგორც ATU 561 - "ალადინი" ალადინის მოთხრობა მდებარეობს ორი მსგავსი ზღაპრის ტიპთან: ATU 560 - "ჯადოსნური ბეჭედი" და ATU 562 - "ლურჯი სული". "ალადინის" ტიპის ისტორიები აღწერენ ღარიბ ჭაბუკებს ან ჯარისკაცებს, რომლებიც ჯადოსნური ნივთის (ბეჭედი, ლამპარი, ყუთი) საშუალებით მდიდრდებიან. შემდგომში ის ნივთს კარგავს და ისევ იბრუნებს.

სიუჟეტი რედაქტირება

სი"ალადინის" სიუჟეტის სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, ქვემოთ მოცემულია ბარტონის 1885 წლის თარგმანის ვერსია.

ალადინი ღარიბი, არაფრის მაქნისი ახალგაზრდაა, რომელიც ცხოვრობს "ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში". მას იქირავებს ჯადოქარი მაგრებიდან, რომელიც ალადინს მისი გარდაცვლილი მამის, მკერავი მუსტაფას, ძმად ეცნობა და ალადინს და მის დედას აჯერებს თავის კეთილ განზრახვებში. მისი თქმით, მას ჭაბუკის მდიდარ ვაჭრად ქცევა უნდა, სინამდვილეში ჯადოქარს უნდა ალადინის დახმარებით ჯადოსნური გამოქვაბულიდან ჯადოსნური ზეთის ლამპარის მოპოვება. ჯადოქარი ღალატობს ალადინს და ის გამოქვაბულში გამოკეტილი რჩება. ჯადოსნური ბეჭდიდან მას ეცხადება ჯინი და ათავისუფლებს ლამპართან ერთად. ალადინი ბრუნდება დედამისთან. რომელიც ლამპარის გასაყიდად მზადებისას ხელს უსვამს მას. მათ ეცხადებათ მეორე, უფრო ძლიერი ჯინი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სურვილი აუსრულოთ.

ჯიმის დახმარებით ალადინი მდიდრდება, ცოლად ირთავს სულთნის ქალიშვილს და იგებს უზარმაზარ სასახლეს. ამას ჯადოქარი იგებს და ატყუებს ალადინის ცოლს, რომელმაც არ იცის ლამპარის მნიშვნელობაზე და ჯადოქარს აძლევს მას ახლის სანაცვლოდ. ჯადოქარი ჯინის დახმარებით ალადინის სასახლეს სმაგრებში ათავსებს. ალადინი იძახებს ბეჭდის ჯინს და მაგრებში გადაინაცვლება, სადაც ცოლის დახმარებით კლავს ჯადოქარს და იბრუნებს ლამპარს. ჯადოქრის ძმას ძმის მკვლელზე შურისძიება სურს, ის გადაიქცევა მოზუც ქალად, რომელსაც, ჭორების თანახმას, განკურნვა შეუძლია..ალადინის ცოლი ქალს სასახლეში უშვებს, მაგრამ ლამპარის ჯინი ალადინს ეუბნებს საფრთხის შესახებ და ალადინი ჯადოქრის ძმას კლავს. შემდგომში ალადინი სულთანიც ხდება როგორც სულთანის სიძე.

მოქმედების ადგილი რედაქტირება

პირველ წინადადებებში მოქმედების ადგილად ჩინეთია დასახელებული, მაგრამ დანარჩენი ტექსტი აშკარად შუა აღმოსავლეთს ასახავს. ქვეყნის მმართველი სულთანია, და არა ჩინეთის იმპერატორი, ტექსტის სხვადასხვა ვერსიაში ნახსენებია ებრაელი, მაგრამ არა ბუდისტები ან კონფუციანელები, პერსონაჟები მუსულმანური წარმოშობაც აშკარაა. არსებობს მოსაზრება, რომ ზღაპრის მოქმედების ადგილია თურკესტანის ისტორიული რეგიონი (ცენტრალური აზია).

ეს გამოწვეულია იმით, რომ ზღაპრის შემქმნელებს შუა აღმოსავლეთიდან ვერ ექნებოდათ ცოდნა ჩინეთში არსებული ვითარების შესახებ, "ჩინეთი" კი არაბულ მწერლობაში გამოიყენებოდა, როგორც შორი, ეგზოტიკური ქვეყნის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი [1].[2]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Gaál, E. "ALADDIN AND THE WONDERFUL LAMP." In: Acta Orientalia Academiae Scientiarum Hungaricae 27, no. 3 (1973): 291-300. Accessed May 9, 2020. www.jstor.org/stable/23657287.
  • Gogiashvili, Elene (2018). "The Tale of Aladdin in Georgian Oral Tradition". In: Folklore, 129:2, pp. 148–160. DOI: 10.1080/0015587X.2017.1397392
  • Huet, G. "LES ORIGINES DU CONTE DE ALADDIN ET LA LAMPE MERVEILLEUSE." In: Revue De L'histoire Des Religions 77 (1918): 1-50. Accessed May 9, 2020. www.jstor.org/stable/23663317.
  • Larzul, Sylvette. "Further Considerations on Galland's "Mille Et Une Nuits": A Study of the Tales Told by Hanna." In: Marvels & Tales 18, no. 2 (2004): pp. 258-71. Accessed May 9, 2020. www.jstor.org/stable/41388712.
  • Marzolph, Ulrich. "Aladdin Almighty: Middle Eastern Magic in the Service of Western Consumer Culture." The Journal of American Folklore 132, no. 525 (2019): 275-90. Accessed May 9, 2020. www.jstor.org/stable/10.5406/jamerfolk.132.525.0275.