აკო (აკაკი) ახალაია (დ. 14 იანვარი, 1989, თბილისი) — ქართველი მარკეტერი, ბიზნესკონსულტანტი. ინტერნეტჟურნალ Marketer.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.[1]

აკო ახალაია
დაბადების სახელი აკაკი ახალაია
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1989 (1989-01-14) (35 წლის)
თბილისი, საქართველო
პროფესია ბიზნესკონსულტანტი
მარკეტერი
მეწარმე
საიტი www.facebook.com

ბიოგრაფია რედაქტირება

განათლება რედაქტირება

აკო (აკაკი) ახალაია დაიბადა 1989 წლის 14 იანვარს, თბილისში. სკოლა დაამთავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუტონში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლობდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის მიმართულებით, 2011 წელს, ლონდონში, კინგსტონის უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი.

კარიერა რედაქტირება

2011 წელს აკო ახალაიამ დააფუძნა პირველი ქართული ინტერნეტ ჟურნალი ბიზნესზე Marketer.ge.[2] არის Harvard Business Review-ს ქართული გამომცემლობის თანადამფუძნებელი, კრეატიული ფესტივალი Cannes Lions-ის საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი. 2013 წელს დააფუძნა ყოველწლიური ბიზნეს ღონისძიება Spotlight.[3][4] 2015 წლიდან იგი არჩეულია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის პრეზიდენტად (ACAG).[5] 2019 წლიდან არის მარკეტერის პოდკასტის ავტორი და წამყვანი, გადაცემა გადის ისეთ არხებზე როგორიცაა Spotify, Apple Podcasts, Google Podcasts.

2015 წლიდან არის ფორვარდ აკადეემიის დამფუძნებელი, რომელიც მოიცავს დავით გოგიჩაიშვილის კურსებს ადამიანების მენეჯმენტზე და ბიზნესსაკონსულტაციო პროექტებს.[6][7]

ჰყავს მეუღლე სოფო მუსერიძე და ორი შვილი გურამ და მათე ახალაიები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. აკო ახალაია - მარკეტინგი ღვინისა და კულინარიულ ბიზნესში.. tourismacademy.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-22. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2020.
  2. Akaki Akhalaia (in partnership with marketer.ge). ewmi-access.org. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2020.
  3. Marketer.ge_ის გენერალური დირექტორი/დამფუძნებელი. wtgawards.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-30. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2020.
  4. Spotlight 2019 – Bringing the Creative Industry Closer to Customers. cbw.ge. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2020.
  5. აკო ახალაია - საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია. acag.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-30. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2020.
  6. აკო ახალაია - პირველი არხი. acag.ge. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2020.
  7. სტარტაპ გარემო საქართველოში Spotlight 2017. lot.ge. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2020.[მკვდარი ბმული]