აკაკი ალექსის ძე ვასაძე (დ. 6 აგვისტო, 1899, ქუთაისი — გ. 23 მარტი, 1978, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი.

აკაკი ვასაძე
დაბადების სახელი აკაკი ვასაძე
დაბადების თარიღი 6 აგვისტო, 1899
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 23 ივლისი, 1978 (79 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია რედაქტირება

აკაკი ალექსის ძე ვასაძე დაიბადა 1899 წელს ქუთაისში. 1917 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1920 წელს დაამთავრა გიორგი ჯაბადარის დრამატული სტუდია თბილისში. 1916 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ქუთაისის თეატრში. 1921 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურს გადიოდა პირველი რესპუბლიკის ჯარში. ასპინძის მე-9 ათასეულის შემადგენლობაში მონაწილეობდა 1921 წლის მარტის ბათუმის ბრძოლაში.

1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში. 1935-1955 წლებში იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-1968 წლებში იყო ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1923 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შაჰ-აბასი („გიორგი სააკაძე“), მამასახლისი („მაგდანას ლურჯა“), ფარსმან სპარსი („დიდოსტატის მარჯვენა“). 1926 წლიდან ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს I-V მოწვევების დეპუტატი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

გადაღებულია ფილმებში რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 143, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება