აკადია (ინგლ. Acadia; ფრანგ. Acadie) — ჩრდილოეთ ამერიკაში საფრანგეთის სამეფოს სამფლობელოების სახელწოდება XVII-XVIII საუკუნეებში, ახალი საფრანგეთის ნაწილი. მისი ბირთვი შეესაბამება ახლანდელ ახალ შოტლანდიას (კანადა); მოიცავდა ასევე აღმოსავლეთ კვებეკის, კანადის ზღვისპირა პროვინციებისა და აშშ მენის შტატის ნაწილს.

აკადიის რუკა, 1754.

აკადიის ტერიტორიაზე პირველი ევროპული დასახლება ფრანგებმა, სამიუელ შამპლენმა და პიერ დიუგუამ დაარსეს 1604 წელს. XVII-XVIII საუკუნეების მანძილზე ეს მიწები სადავო იყო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ბრიტანელებმა ახალ შოტლანდიაზე კონტროლი დაამყარეს 1713 წელს, ხოლო, 1755 წელს, საფრანგეთთან მოსალოდნელი ომის წინ, ფრანგულენოვან მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი აკადიიდან განდევნეს. ბევრი მათგანი საფრანგეთის იმჟამინდელ კოლონიაში — ლუიზიანაში დასახლდა; აქ მათი შთამომავლები „კაჯუნებად“ იწოდებიან. აკადიელების გასახლების ისტორია ასახულია ამერიკელი პოეტის ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოს პოემა „ევანჯელინაში“ (1847).

ლიტერატურა რედაქტირება