აი-პეტრი (უკრ. Ай-Петрі) — მწვერვალი ყირიმის მთებში. სიმაღლე 1234 მ. განარჩევენ მთავარ (1234 მ), დასავლეთსა და აღმოსავლეთ (1100 მ) მწვერვალებს. ციცაბოდ ეშვება შავი ზღვის სანაპირო რაიონში. მეტწილად აგებულია კირქვებით. მთის სიახლოვეს მდებარეობს ქალაქი ალუპკა და დაბა კორეიზი. უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ქარიანი ადგილია. წელიწადში ქარიან დღეთა რაოდენობა უტოლდება 125-ს. ქარის სიჩქარე 50 მ/წმ აღწევს. მიყვანილია ბაგირგზა.

აი-პეტრი
აი-პეტრი
აი-პეტრი
კოორდინატები: 44°27′04″ ჩ. გ. 34°03′10″ ა. გ. / 44.45111° ჩ. გ. 34.05278° ა. გ. / 44.45111; 34.05278
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
სიმაღლე 1234 
ქედი ყირიმის მთები
აი-პეტრი — უკრაინა
აი-პეტრი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება