აილამა

მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალ

აილამა[1], აჰლამა (რუს. Айлама) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში.[2] მდებარეობს ცენტრალურ კავკასიონზე, მდინარე ზესხოს მარჯვენა შენაკადის — ყორულდაშის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4547 მ. აგებულია იურული ფიქლებით. აილამის ქვედა ფერდობებზე სუბალპური და ალპური მდელოებია, ზედა ფერდობებზე — სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები. აილამის სამხრეთი ფერდობის ძირას არის ალპინისტური ბანაკი „აილამა“. მწვერვალზე პირველი ასვლა განხორციელდა 1937 წელს.[3]

აილამა
მწვერვალი აილამა
მწვერვალი აილამა
კოორდინატები: 42°57′26″ ჩ. გ. 43°10′46″ ა. გ. / 42.95722° ჩ. გ. 43.17944° ა. გ. / 42.95722; 43.17944
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 4547 
ქედი ცენტრალური კავკასიონი
ამგებელი ქანები ფიქალი
პირველი ასვლა 1937
აილამა — საქართველო
აილამა
აილამა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
აილამა

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება