ათობითი ფულადი სისტემა

ათობითი ფულადი სისტემა - ფულადი სისტემა, სადაც ვალუტის ძირითადი ერთეული იყოფა 10, 100, 1000 და ა.შ. შემადგენელ (ხურდა) ერთეულად. პრაქტიკაში როგორც წესი გავრცელებულია 100 შემადგენელი ერთეული, თუმცა არსებობს ვალუტები რომელიც შეიცავს 1000 შემადგენელ ერთეულს, რაც ძირითადად არაბულ სამყაროშია გავრცელებული. მაგალითად: 1 ლარი იყოფა 100 თეთრად, ასევე 1 აშშ დოლარი იყოფა 100 ცენტად, ხოლო 1 ტუნისური დინარი — 1000 მილიმად.

დღესდღეობით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს ათობით ფულად სისტემას, ან საერთოდ არ იყენებს შემადგენელ ერთეულებს. მხოლოდ ორი ქვეყნის ვალუტა არ არის ათობითი: მავრიტანია, სადაც 1 უგია იყოფა 5 ჰუმად და მადაგასკარი, სადაც 1 არიარი უდირს 5 ფრანკს.