აზრითი ექსპერიმენტი

აზრითი ექსპერიმენტი ფიზიკაში, ფილოსოფიასა და ზოგიერთ სხვა სამეცნიერო დარგში — შემეცნებითი საქმიანობის სახე, რომელშიც ამა თუ იმ სამეცნიერო თეორიის საკვანძო სიტუაცია თამაშდება არა რეალურ ექსპერიმენტში, არამედ წარმოსახვითში. აზრითი ექსპერიმენტი ფიზიკაში ძირითადად მოგვაგონებს მათემატიკაში საპირისპიროს დაშვებით თეორემის დამტკიცების მეთოდს, როცა ზოგიერთი ფიზიკური მოდელისა თუ სქემის ზოგიერთი მდგომარეობა თავიდან უარყოფილია, შემდეგ კი მოდელის გარდაქმნის გზით ჩვენ ვაწყდებით წინააღმდეგობას რაიმე პრინციპთან, რომელიც, რასაკვირველია, ჭეშმარიტად მიიჩნევა. მაგალითად, სარკული ან რაიმე სხვა სახის გეომეტრიული სიმეტრიის სიტუაციაში არასაკმარისი საფუძვლის პრინციპთან, გალილეის ინვარიანტულობის პრინციპთან, მუდმივი ძრავის შეუძლებლობის პრინციპთან, მიზეზობრიობის პრინციპთან და ა.შ.

ტერმინი „აზრითი ექსპერიმენტი“ (გერმ. Gedankenexperiment) შემოიღო გერმანელმა მეცნიერმა ერნსტ მახმა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ахутин А.В. История принципов физического эксперимента от античности до XVII в. М: Наука, 1976.
  • Библер В.С. Мышление как творчество: Введение в логику мысленного диалога. М.: Политиздат, 1975.
  • Дюгем П. Физическая теория. Её цель и строение. Спб.: Образование, 1910.
  • Макаревичюс К. Место мысленного эксперимента в познании. М., 1971.