აზიური ლომი, ასევე ცნობილია როგორც ინდური ლომი (ლათ. Panthera leo persica) — ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა, ლომის ორი ქვესახეობიდან ერთ-ერთი. იგი ბინადრობს ინდოეთში. დღეისთვის შემორჩენილია მისი მხოლოდ ერთი პოპულაცია ინდოეთის გუჯარათის შტატში. იგი შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში, რადგან გამოირჩევა საკმაოდ მცირე რაოდენობით.

აზიური ლომი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კატისებრნი
გვარი:  პანთერა
სახეობა:  ლომი
ქვესახეობა:  აზიური ლომი
ლათინური სახელი
Panthera leo persica
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 247279613
გავრცელება

აზიური ლომი გავრცელებული იყო თურქეთში, სპარსეთში, მესოპოტამიაში, ინდოეთში, ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთით მდინარე ინდამდე. 2010 წლიდან მისი რაოდენობა სტაბილურად იზრდება გირის ტყის ეროვნულ პარკში. 2015 წლის მონაცემებით პარკში 523 ლომი იყო. აქედან 109 ზრდასრული მამალი, 201 ზრდასრული დედალი და 213 ბოკვერი.[1]

აზიური ლომი შეფერილობით მუქი ყავისფერია. მამლებს აქვთ ფაფარი. ზრდასრული ლომის სიგრძეა დაახლოებით 1,95-2 მეტრი. მისი კუდი 80 სმ-მდეა. მამლის საშუალო წონაა 160-190 კგ. ხოლო დედლის 110-120 კგ.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Anonymous (2015). "Asiatic Lion population up from 411 to 523 in five years". DeshGujarat. Retrieved 10 May 2015.