აზიური ლინზანგები

აზიური ლინზანგები[1] (ლათ. Prionodon) — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი მტაცებელთა რიგისა. ერთადერთი სახეობა გვარში Prionodontidae (ლინზანგისებრნი). ძველად გვარი შედიოდა ვივერისებრთა ოჯახში (ლათ. Viverridae), როგორც ქვეოჯახი Prionodontinae. მოიცავს ორ სახეობას: ზოლებიანი ლინზანგი (ლათ. Prionodon linsang) და ლაქებიანი ლინზანგი (ლათ. Prionodon pardicolor).[2] გავრცელებულნი არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ეს გვარი გაერთიანებულია კატისნაირთა ქვერიგში და ითვლება კატისებრთა ოჯახის ახლო ნათესავად.

აზიური ლინზანგები

ლაქებიანი ლინზანგი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Prionodon Horsfield, 1822

სისტემატიკა რედაქტირება

გვარი თომას უოლკერ ჰორსფილდმა აღწერა 1822 წელს, კუნძულ იავის მკვიდრი ზოლებიანი ლინზანგის საფუძველზე. მან მოცემული გვარი გააერთიანა ლინზანგისებრთა ოჯახში, ლინზანგების ვივერისებრთა და კატისებრთა ოჯახებთან მსგავსების გამო. 1864 წელს ლინზანგისებრნი ჯონ ედუარდ გრეიმ მოათავსა ვივერისებრთა ოჯახში, როგორც ქვეოჯახი (ლათ. Prionodontinae), მასში აგრეთვე გააერთიანა გვარი აფრიკული ლინზანგები (ლათ. Poiana). რეჯინალდ ინეს პოკოკი თავდაპირველად მიჰყვა გრეის კლასიფიკაციას, მაგრამ სპეციფიკური სუნის გამომყოფი ჯირკვლების არარსებობის გამო, მან ეს გვარი გენეტის სპეციფიკურ ფორმად ჩათვალა. აზიური ლინზანგების მსგავსება აფრიკულ ლინზანგებთან, ითვლება კონვერგენციულად.[2]

29 მტაცებლის, მათ შორის 13 ვივერისებრის იყო და Paradoxurus, Paguma and Hemigalinae ტაქსონების სამი სახეობის დნმ-ის ანალიზზე დაყრდნობით გამოვლინდა პოკოკის მოსაზრება, რომ აზიური ლინზანგები წარმოადგენდა დობილ ტაქსონს გენეტების გვარისა. Prionodon-ის გვარის (აზიური ლინზანგები) ადგილსამყოფელი განსაზღვრული იყო კატისებრთა ოჯახში, მაგრამ იგი განთავსდა ერთგვარიან ოჯახში Prionodontidae (ლინზანგისებრნი).[3]

აღწერა რედაქტირება

აზიური ლინზანგების ბეწვის შეფერილობა მკვეთრი, მოკლე, სქელი და რბილია, როგორც ხავერდი; სხეულზე გააჩნიათ მსხვილი ლაქები, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთზეა შეზრდილი სალტედ სხეულის გვერედზე, ზურგზე ოთხი-ხუთი მუქი ყავისფერი ზოლი ან ლაქა აქვს; კუდზე 8-10 განიერი, რგოლისებური ზოლი გააჩნიათ, ფეხებზე — ლაქები; დანარჩენი სხეული კრემისფერია. მცირე ზომის ცხოველები არიან; მათი სხეულისა და თავის სიგრძეა 36,6-42,5 სმ (14.4-16.75 ინჩი), კუდისა — 30-41 სმ (12-16 ინჩი), წონა — 600-800 . კუდის სიგრძე თითქმის თავისა და ტანის სიგრძის ტოლია და დაახლოებით 5-6-ჯერ გრძელია უკანა კიდურებთან შედარებით. მისი თავი წაგრძელებულია, აქვს ვიწრო დრუნჩი, ცხვირი სწორადაა ამობურცული ზევით. საშუალოდ ლაქებიანი ლინზანგი ზოლებიანზე ოდნავ პატარაა. ეს ცხოველები ძალიან სუსტები, მოხდენილები და ლამაზები არიან. ბრჭყალები შეკუმშვადია. თავის ქალა გრძელი, დაბალი და ვიწროა. ვივერისებრთაგან განსხვავებით არ გააჩნია სპეციფიკური სუნის — მუშკის გამომყოფი ჯირკვლები.

გავრცელება რედაქტირება

აზური ლინზანგები ძირითადად ტყეებში არიან გავრცელებულნი. ისინი ღამის და მეხეური ცხოველები არიან, მიწაზე მხოლოდ საკვების საძიებლად ჩამოდიან. ზოლიანი ლინზანგი „ბუდეს“ ხეებზე აკეთებს, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მისი „ბუდე“ ზღვის სანაპიროზე, პალმაზე იპოვეს.

სქოლიო რედაქტირება

  1. Соколов В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Млекопитающие. Латинский, русский, английский, немецкий, французский. / под общей редакцией акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., 1984. — С. 106. — 10 000 экз.
  2. 2.0 2.1 Pocock, R. I. (1939). 'The fauna of British India, including Ceylon and Burma. Mammalia. — Volume 1. Taylor and Francis, London. Pages 334—342.
  3. Gaubert, P. and Veron, G. (2003). "Exhaustive sample set among Viverridae reveals the sister-group of felids: the linsangs as a case of extreme morphological convergence within Feliformia". Proceedings of the Royal Society, Series B, 270 (1532): 2523–2530. doi:10.1098/rspb.2003.2521