აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტი

აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტი (AUAC; აზერ. Azərbaycan Memarlıq və İnşaat Universiteti) — სახელმწიფო უნივერსიტეტი, მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. უნივერსიტეტი სპეციალიზებულია სამოქალაქო ინჟინერიასა და არქიტექტურაში. დაარსდა 1975 წელს, აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტისგან გამოყოფის შემდეგ და თავდაპირველად აზერბაიჯანის სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტი ეწოდა.

Azərbaycan İnşaat Mühəndisləri Universiteti, Азербайджанскі інжынерна-будаўнічы інстытут, Azərbaycan İnşaat və Memarlıq İnstitutu და Azərbaycan İnşaat Mühəndisləri İnstitutu
დაფუძნდა 1930 და 1975
ტიპი უნივერსიტეტი და არქიტექტურის სკოლა
სტუდენტი 8 500
მდებარეობა აზერბაიჯანი
ქვეყანა აზერბაიჯანი
http://www.azmiu.edu.az/
აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტი

ისტორია რედაქტირება

აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1920 წელს ბაქოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მშენებლობის ფაკულტეტის ჩამოყალიბებით. 1930-1934 წლებში აამუ ფუნქციონირებდა, როგორც მშენებლობისა და არქიტექტურის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, 1934 წლიდან როგორც აზერბაიჯანის სამრეწველო ინსტიტუტის ფაკულტეტი, ხოლო 1951 წლიდან როგორც აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტი.

1975 წელს აზერბაიჯანის სს-იმა საბჭოს გადაწყვეტილებით აზერბაიჯანის სამოქალქო ინჟინერიის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. ინსტიტუტმა უნივერსიტეტის სტატუსი 1992 წელს მიიღო. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის 2000 წლის 13 ივნისის ბრძანების შესაბამისად უნივერსიტეტს აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტი ეწოდა.

ზოგადი ინფორმაცია რედაქტირება

უნივერსიტეტის პერსონალი შედგება 700 პროფესორისა და მასწავლებლისგან, რომელიც ინჟინერ სპეციალისტებს ამზადებენ. მათგან 100 მეცნიერებათა დოქტორია, ხოლო 400-ზე მეტი მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი ლექტორი და ხელმძღვანელი მასწავლებელი. სასწვალო პროცესში ჩართული არიან სახელმწიფო სამშენებლო კომპლექსის წამყვანი სპეციალისტები. უნივერსიტეტს 42 დეპარტამენტი აქვს: სოციალ-პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ზოგადი მეცნიერებების, ტექნიკური და სპეციფიკური დეპარტამენტები. დეპარტამენტთა უმრავლესობა თანამედროვე აღჭურვილობით, კომპიუტერებითა და ლაბორატორიებითაა უზრუნველყოფილი. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ჭადრაკის კლუბები, სპორტული სტადიონი, საკონცერტო დარბაზი და კაფეები. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი გაზეთი. აამუს აქვს თანამედროვე ბიბლიოთეკა, რომელის 2 დარბაზის, 3 სამკითხველო დარბაზის, არქიტექტურის კაბინეტისა და უცხოელ სტუდენტთა კაბინეტისგან შედგება.

საერთაშორისო ურთიერთობები რედაქტირება

აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები სამ სტრუქტურას მოიცავს: უცხოელ სტუდენტთათვის დეკანატს, ფაკულტეტს უცხოელ სტუდენტთა მომზადებისთვის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენს.

აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტთათვის დეკანატი 1977 წელს დაარსდა უცხო ქვეყნებში გასაგზავნად სპეციალისტთა მომზადეისთვის. უნივერსიტეტში 40-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე სტუდენტმა მიიღო განათლება. ამჟამად უნივერსიტეტში 15 ქვეყნის 400-მდე ასპირანტი სწავლობს.

აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტები საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ. უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტების დეკანატი უცხოეთის უნივერსიტეტების შესაბამის დეპარტამენტებთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობს ალჟირის, ტუნისის, მალის, სენეგალის, გვინეის, ირანის, იაპონიის, იემენის, ინგლისის, ავღანეთის, კამბოჯის, ინდოეთის, ეთიოპიის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან.

უნივერსიტეტი არის კავკასიის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება