ავტოფარეხი (1979 წლის ფილმი)

1979 წლის ფილმი

ავტოფარეხი (რუს. Гараж) — რეჟისორ ელდარ რიაზანოვის 1979 წლის საბჭოთა ტრაგიკომედიური ფილმი.

„ავტოფარეხი“
ჟანრი კომედია, სატირა
დამდგმელი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი
ნაწარმოები ემილ ბრაგინსკი
მუსიკა ანდრე პეტროვი
ოპერატორი ვლადიმერ ნახაბცევი
სტუდია მოსფილმი
გამოსვლის თარიღი 1979
ქვეყანა სსრკ
ენა რუსული

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ზოოლოგიური მუზეუმის კოოპერატივი „ფაუნა“ იკრიბება, რათა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კოოპერატივი ავტოფარეხს აშენებს, თუმცა რაიონის განაშენიანების ახალი გეგმის გამო მათ ოთხ ადგილს ჩამოაჭრიან. ხელმძღვანელობას უკვე შერჩეული ჰყავს ის ოთხი წევრი, რომლებიც უავტოფარეხოდ დარჩებიან. მხოლოდ კენჭისყრაა საჭირო, თუმცა ოთხივე წევრი დიდ წინააღმდეგობას გამოავლენს. ერთ-ერთი წევრი ოთახის კარს ჩაკეტავს და კრების წევრები მთელ ღამეს ერთად გაატარებენ მანამ, სანამ კონსესუსამდე არ მივლენ.

როლებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება