ავლაკოგენი (ბერძნ. áulax – კვალი და génos – წარმოშობა) — უძველესი ბაქნის საძირკველში არსებული ვიწრო და ღრმა გრაბენი, რომელიც დაფარულია ბაქნისებური საფრით. წარმოადგენს უძველეს რიფტს, რომელიც ნალექებით არის ამოვსებული. განარჩევენ მარტივ და რთულ ავლაკოგენს.

მარტივი ავლაკოგენი წარმოადგენს ღრმა (5-10 კმ), ვიწრო და რამდენიმე კმ სიგრძეში ამოწვდილ ნაწევს, რომელიც შემოზღუდულია ხანგრძლივი დროით განვითარებული ნასხლეტებით. კვეთს მთელ ბაქანს ან სუსტდება მისსავე ფარგლებში. განვითარების შედეგად ავლაკოგენი გარდაიქმნება ან შიდაბაქნისებურ ვიწრო და ხაზობრივ ნაოჭა ზონად, ან ფართო სინეკლიზებად. რთული ავლაკოგენი შედგება არა მარტო ნაწევი გრაბენებისაგან, არამედ აწეული ჰორსტებისაგანაც. ავლაკოგენში ხშირად შეიმჩნევა ბაზალტური ვულკანიზმის გავლენა.

ტერმინი ავლაკოგენი მეცნიერებაში დაამკვიდრა გეოლოგმა ნიკოლოზ შატსკიმ 1960 წელს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება