ავთანდილ გუნია

ქართველი ეკონომისტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუნია.

ავთანდილ ლევანის ძე გუნია (დ. 27 სექტემბერი, 1912 წელი, თბილისი, — გ. 2 ოქტომბერი, 1997, იქვე) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, (1962) პროფესორი, (1966). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, (1967), აკადემიკოსი (1979).

ავთანდილ გუნია
მშობლიური სახელი ავთანდილ გუნია
დაბ. თარიღი 27 სექტემბერი, 1912
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 1997
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია, სსრკ და საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი
დამსაქმებელი სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ხალხთა მეგობრობის ორდენი, ღირსების ორდენი, მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“
ალმა-მატერი ბაქოს სამხედრო სასწავლებელი, თბილისის რკინიგზის ტექნიკუმი, მოსკოვის პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი,
პოლიტიკური პარტია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია

აღიზარდა ქართული თეატრის მოღვაწის — ვალერიან გუნიას ოჯახში. 1953-1957 წლებში იყო საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი, 1957 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის პოლიტეკონომიის განყოფილების გამგე, 1960 წლიდან — ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1976–1991 წლებში — დირექტორი, 1991 წლიდან გარდაცვალებამდე — საპატიო დირექტორი.

შექმნილი აქვს მონოგრაფია „მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ეკონომიკური პრობლემები საქართველოში“ და მრავალი სხვა შრომა ეკონომიკური ზრდის ტემპებისა და პროპორციების საკითხებზე. სიცოცხლის ბოლო წლებში აქტიურად მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის კონცეფციაზე საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პირობებში, იკვლევდა აშშ-თან და სხვა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის პერსპექტივებს. იგი დაჯილდოებული იქნა მედლებით: „მამაცური შრომისათვის 1941-1945 წწ. დიდ სამამულო ომში“ (1945), „მოსკოვის დაცვისათვის“ (1946), „მოსკოვის დაარსების 800 წლისთავთან დაკავშირებით“ (1947), „მამაცური შრომისათვის“ (1970). იგი დაჯილდოებული იყო აგრეთვე „ხალხთა მეგობრობის ორდენით“ (1982) და „საქართველოს ღირსების ორდენით“ (1997). 1980 წელს მას მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ავთანდილ სილაგაძე და სხვ., ეკონომიკის ენციკლოპედიური ცნობარი, თბილისი 2005, გვ. 171.
  • რამაზ აბესაძე, აკადემიკოს ავთანდილ გუნიას ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული: ეძღვნება აკადემიკოს ავთანდილ გუნიას დაბადებიდან მე-100 წლისთავს, 2012, V, გვ. 7-14.