ავარიის სახაკანო — ავარების მიერ შექმნილი სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ხაკანმა ბაიანმა გამოიყენა ბიზანტიას, ლანგობარდებსა და გეპიდებს შორის არსებული დაპირისპირება, დაიკავა კარპატების ქვაბული, დაიმორჩილა ადგილობრივი სლავური, გერმანული და რომანიზებული მოსახლეობა (567–568) და დააარსა ავარიის სახაკანო. მალე სახელმწიფომ დაიწყო ექსპანსია ბიზანტიის წინააღმდეგ. 582 წელს დაიპყრო ქალაქი სირმიუმი და VII საუკუნის დასაწყისში კონტროლი დაამყარა დალმაციაზე. ბიზანტიისაგან მიღებული გამოსასყიდი 120 ათას სოლიდუსამდე აღწევდა წელიწადში. ავარები იყენებდნენ ეფექტურ სამხედრო ორგანიზაციასა და აღჭურვილობას (რკინის უზანგები, საუკეთესო მშვილდები, აბჯარი და ა.შ.). ექსპანსიის ზღვარი აღმოჩნდა გაერთიანებული არმიის მარცხი კონსტანტინოპოლთან 626 წელს. გარეპოლიტიკური წარუმატებლობები, შიდა დაპირისპირებები 630-იან წლებში და სლავთა აჯანყებები (მ.შ. სამოს მეთაურობით) გახდა სახაკანოს კრიზისისა და სტრუქტურის გარდაქმნის მიზეზი (დასრულდა VII საუკუნის ბოლოს). სახელმწიფოში განვითარდა კომპლექსური ეკონომიკა, ავარები გადავიდნენ ნახევრად მომთაბარე მესაქონლეობაზე. მოქმედებდა მმართველობის იერარქიული ტერიტორიული სისტემა: ხაკანის გარდა ცნობილია ტუდუნები და ჟუპანები. სახაკანოში გაბატონებული იყო წარმართული რწმენები და წეს-ჩვეულებები, ცნობები ხაკანის მონათვლის შესახებ განეკუთვნება 805 წელს. შემორჩენილია რუნული დამწერლობის მცირე რაოდენობის ძეგლები. ფრანკთა ლაშქრობებმა კარლოს დიდის მეთაურობით, ბულგართა შემოსევებმა კრუმის მეთაურობით, სლავების გაერთიანებამ VIII საუკუნის ბოლოს – IX საუკუნის დასაწყისში გამოიწვია ავარიის სახაკანოს განადგურება. ვერდენის ხელშეკრულებაში (843) მოხსენიებულია „ავარიის სამეფო“, რომელიც კარლოს დიდის მემკვიდრეებს ეკუთვნოდათ. სახაკანოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მიწები ბულგარეთის შემადგენლობაში შევიდა, ზოგიერთ ტერიტორიაზე შეიქმნა სლავური პოლიტიკური წარმონაქმნები.[1]

ავარიის სახაკანო
567–822 წლის შემდგომ
 

 

 

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ავარიის სახაკანო 602 წ.
დედაქალაქი სეგედი
ენები თურქული და მონღოლური ენები
რელიგია თავდაპირველად შამანიზმი და ანიმიზმი, შემდგომში ქრისტიანობა
მთავრობა სახაკანო
ისტორია
 -  შეიქმნა 567
 -  გაუქმდა 822 წლის შემდგომ
წინამორბედი
მემკვიდრე
ლანგობარდები
გეპიდები
ჰუნები
ბიზანტიის იმპერია
სამოს სახელმწიფო
ფრანკთა სახელმწიფო
ბულგარეთის პირველი იმპერია
სამოს სახელმწიფო
ავარების მარკა

სქოლიო რედაქტირება

  1. Гавритухин И. О., Петрухин В. Я. Аварский каганат // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 58.