ავალოკიტეშვარა (შებრალების ღმერთი, ღმერთი, რომელიც ქვეშ იხედება, ხილვის ღმერთი ) — ბუდისტურ მითოლოგიაში შებრალების ღმერთი. ავალოკიტეშვარა ამ საუკუნის ბოდჰისატვაა. ხშირად იგი გამოისახებოდა როგორც ლამაზი მამაკაცი რამდენიმე ხელით და თავით. ერთ-ერთი მითის თანახმად, ავალოკიტეშვარას არ შეეძლო ეცქირა ადამიანთა ტანჯვისათვის და მისი გული გაიხლიჩა. ამიტაბჰამ, რომლისგანაც შეიქმნა ავალოკიტეშვარა, შეაგროვა მისი გულის ნამცეცები და ახალი 9 თავი გაუკეთა. მას ადამიანთა დახმარება ისე სურდა, რომ ათასი ხელი გამოუვიდა, ხოლო ყველა ხელში - თვალი. ჩინეთში ავალოკიტეშვარა ტრანსფორმირდა ქალღმერთ კუანინში, იაპონიაში - კანონად, ინდუიზმში კი იგი შეიძლება ჩავთვალოთ განეშად, შივად ან ვიშნუდ.

ჩენრეზიგას ოთხხელა ფორმა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: