ადურ ნარსე (სპარს. آذرنرسه; გ. 309) — სასანიდური ირანის მე-9 შაჰინშაჰი 309 წელს, ჰორმიზდ II-ის უფროსი ვაჟი.

ადურ ნარსე
آذرنرسه
სასანიდური ირანის მე-9 შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 309
მმართ. დასასრული: 309
წინამორბედი: ჰორმიზდ II
მემკვიდრე: შაპურ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 309
დინასტია: სასანიანები
მამა: ჰორმიზდ II
დედა: იფრ ჰორმიზდი
რელიგია: ზოროასტრიზმი

მისი მეფობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. არსებობს ისტორიკოსთა 2 ვერსია მასთან დაკავშირებით. ერთი ვარაუდით, ჰორმიზდ II-ის მკვლელობის შემდეგ სპარსელმა დიდებულებმა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ტახტზე ახლადასული ადურ ნარსე შეიპყრეს თავის ძმებთან ერთად და სიკვდილით დასაჯეს. [1] მეორე ვარაუდით კი ის ოთხთვიანი მმართველობის შემდეგ დაამხეს და სიცოცლხეს გამოასალმეს მანიქეიზმის მიმდევრებმა.

ადურ ნარსეს სიკვდილის შემდეგ ირანი არეულობამ მოიცვა. მისი სიკვდილიდან რამდენიმე თვეში სასანიანთა ერთგულმა მსახურებმა ტახტზე აიყვანეს ახალშობილი, შაპურ II, რომლის მმართველობის პერიოდს ეწოდა სასანიანების პირველი „ოქროს ხანა“.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

წყარო რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება