ადრასტე (ბერძნ. Ἄδραστος) — ბერძნულ მითოლოგიაში დაახლოებით ექვს პიროვნებას აღნიშნავს:

ადრასტე, ტალაოსის ვაჟი რედაქტირება

არგოსის მეფე ტალაოსის ვაჟი. ამფიარაოსისაგან განდევნილი გაიქცა ბაბუასთან სიკიონში და მისი სიკვდილის შემდეგ, ამ ქვეყნის მეფე გახდა. მან დააწესა ნემეური თამაშობანი. ადრასტოსს უწინასწარმეტყველეს, რომ მისი ქალიშვილები ცოლებად გაჰყვებოდნენ გარეულ ტახსა და ლომს. მართლაც, მან ქალიშვილები გაატანა გმირებს: პოლინიკესა და ტიდევსს, რომელთა ფარებზეც გამოსახული იყვნენ გარეული ტახი და ლომი. ადრასტეს ქალიშვილის, არგეასა და პოლინიკეს ქორწინება გახდა მიზეზი "შვიდთა თებეს წინააღმდეგ" ლაშქრობისა. ცნობილია, რომ ეს ლაშქრობა უიღბლო გამოდგა და შვიდი მხედართმთავრისგან დარჩა მხოლოდ ადრასტე, ისიც აპოლონისგან ნაჩუქარი ჯადოსნური სიჩქარის მქონე ცხენის წყალობით. ათი წლის შემდეგ, იგი ხელმძღვანელობს ძლევამოსილ ეპიგონთა ლაშქრობას თებეს წინააღმდეგ. ამ ლაშქრობის დროს, დაიღუპა მისი ვაჟი ეგიალევსი და თვით კი დარდს გადაყვა.

ადრასტეს კულტი გავრცელებული იყო სიკიონში. შესაძლებელია, იგი იყოს სიკიონის ძველი, მიწისქვეშა ძალების ღვთაება. საბერძნეთში ადრასტეს კულტი შეერწყა დიონისეს კულტს.

ადრასტე, გორდიასის ვაჟი რედაქტირება

ადრასტე, მეროპის ვაჟი რედაქტირება

ადრასტე, ტროელი ევრიდიკეს მამა რედაქტირება

ადრასტე, პოლინიკეს ვაჟი რედაქტირება

ადრასტე, ტროელი რედაქტირება

ტროას ომის დროს, ეს ადრასტე აგამემნონმა მოკლა.