ადიღეს ავტონომიური ოლქი

ადიღეს ავტონომიური ოლქი, ადიღეს აო (რუს. Адыгейская автономная область, Адыгейская АО) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სსრკ-ში, რსფსრ-ის კრასნოდარის მხარეში, 1922-1991 წლებში.

ადიღეს ავტონომიური ოლქი
რუს. Адыгейская автономная область
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დაქვემდებარება რსფსრ-ის დროშა რსფსრ
ადმ. ცენტრი კრასნოდარი და მაიკოპი
კოორდინატები 44°36′00″ ჩ. გ. 40°04′59″ ა. გ. / 44.600000° ჩ. გ. 40.083306° ა. გ. / 44.600000; 40.083306
დაარსდა 27 ივლისი, 1922
ფართობი 7600 კმ²
მოსახლეობა 432 588 (1989)[1]
გაუქმდა ივლისი, 1991

ადიღეს ავტონომიური ოლქი შეიქმნა 1922 წლის 27 ივლისს. ფართობი 7,6 ათ. კმ². ავტონომიურ ოქში იყო 6 ადმინისტრაციული რიონი, 1 ქალაქი და 4 დაბა. ადმინისტრაციული ცენტი — ქ. მაიკოპი.

ისტორია რედაქტირება

  • ადიღეს ავტონომიური ოლქი შეიქმნა 1922 წლის 27 ივლისს, როგორც ჩერქეზეთის (ადიღე) ავტონომიური ოლქი.
  • 24 აგვისტოს შეუცვალეს სახელწოდება და დაარქვეს ადიღეს (ჩერქეზეთი) ავტონომიური ოლქი.
  • 1928 წლის 3 აგვისტოდან ისევ შეუცვალეს სახელი და დაარქვეს ადიღეს ავტონომიური ოლქი.
  • 1929 წლის 7 თებერვალს ოლქის გაფართოების ფონზე იქმნება 3 რაიონი: კრასნოგვარდეისკი, პსეკუპსკი და შოვგენოვსკის რაიონები.
  • 1934 წლის 10 იანვარს ოლქი შევიდა აზოვ-შავიზღვის მხარეში.
  • 1934 წლის 28 დეკემბერს ოლქში შეიქმნა 5 რაიონი: კოშეხაბლსკის, კრასნოგვარდეისკის, ნიკოლაევსკოეს, პონეჟუკაისკის, ტახტამუკაისკის და შოვგენოვსკის რაიონები.
  • 1936 წლის 10 აპრილს ოლქს შეუერთეს ქალაქი მაიკოპი, გიაგინსკის რაიონი და ხანსკის სოფსაბჭო. აღნიშნულის შედეგად ოქის ადმინისტრაციულმა ცენტრმა გადაინაცვლა ქალაქ მაიკოპში.
  • 1937 წლის 13 სექტემბრიდან ადიღეს აო კრასნოდარის მხარეშია.
  • 1940 წლის 21 თებერვლიდან ოლქს შეუერთეს კუჟურსკის სასოფლო თემი, ხოლო მის საზღვრებში შეიქმნა მაიკოპის რაიონი, რის შედეგადაც ოლქში გახდა 7 რაიონი: გიაგინსკის, კოშეხაბლსკის, კრასნოგვარდეისკის, მაიკოპის, ტახტამუკაისკის, ტეუეჟსკისა და შოვგენოვსკის რაიონები.
  • 1962 წლის 28 აპრილს მაიკოპის რაიონს შეუერთეს გაუქმებული ტულსკის რაიონი, რის შედეგადაც ადიგეს აო-ს ტერიტორიამ იიღო საბოლოო სახე.
  • 1990 წლის 5 ოქტომბერს ადიგეს საოლქო სახალხო დეპუტატთა საბჭომ რიგგარეშე სესიაზე მიიღო გადაწყვეტილება აემაღლებინა სტატუსი ოქისათვის და გამხდარიყო ადიღეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
  • 1990 წლის 15 დეკემბერს ადიღეს გამოსვლა კრასნოდარის მხარიდან დამტკიცდა რსფსრ-ს სახალხო დეპუტათა მეორე მოწვევაზე, რომელმაც შეცვალა რსფსრ-ს კონსტიტუცია. აღნიშნული კანონი უფლებას აძლევდა ავტონომიურ ოლქებს გამოსულიყვნენ იმ მხარეებიდან რომლებშიც ისინი შედიოდნენ[2].
  • 1991 წლის 3 ივლისს რსფსრ-ს უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ადიღეს აო გარდაქმნილიყო ადიღეს სსრ-ად[3][4].
  • 1992 წლის 23 მარტს ადიღეს უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი გარდაქმნილიყო ადიღეს სსრ — ადიღეს რესპუბლიკად[5].
  • 1992 წლის 21 აპრილს რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო ადიღეს რესპუბლიკად გარდაქმნის გადაწყვეტილება[6]. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 1992 წლის 16 მაისს მისი გაზეთ «Российской газете»-ში გამოქვეყნებისთანავე[7].

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.webcitation.org/618gmeGGB?url=http://demoscope.ru/weekly/ssp/rus89_reg1.php
  2. Закон РСФСР от 15 декабря 1990 г. "Об изменениях и дополнениях Конституции (Основного Закона) РСФСР"
  3. О преобразовании Адыгейской автономной области в Советскую Социалистическую Республику Адыгея в составе РСФСР
  4. Закон РСФСР от 3 июля 1991 г. «Об изменениях и дополнениях Конституции (Основного Закона) РСФСР в связи с преобразованием автономных областей в Советские Социалистические Республики»
  5. Закон Республики Адыгея от 23 марта 1992 года № 1-1 «Об изменении наименования Республики Советская Социалистическая Республика Адыгея». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-13.
  6. Закон Российской Федерации от 21 апреля 1992 года № 2708-I «Об изменениях и дополнениях Конституции (Основного Закона) Российской Советской Федеративной Социалистической Республики»
  7. яОХЯНЙ ГЮЙНМНБ пятяп/пт. 1990-1993