ადისის ბრძოლა
პირველი პუნიკური ომი ნაწილი
თარიღი ძვ. წ. 255
მდებარეობა ადისის მიდამოებში გორა
შედეგი რომის გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა კართაგენი
მეთაურები
მარკუს ატილიუს რეგულუსი ჰასდრუბალი, ჰამილკარი, ბოსტარი
ძალები
15 000 ქვეითი
500 მხედარი
5 000+ ქვეითი
500 მხედარი
სპილოების რაოდენობა უცნობია
დანაკარგები
მცირე მთელი ქვეითი ჯარი

ადისის ბრძოლა იყო პირველი პუნიკური ომის პირველი ბრძოლა აფრიკის ტერიტორიაზე.

ეკნომის კონცხის ბრძოლის შემდეგ, რომაელებისთვის აფრიკისკენ გზა ხსნილი იყო, მათ დაუპრყოლებლად მოახერხეს ლივიის სანაპიროებზე გადმოსხდომა. რომაულ არმიას კონსული მარკუს ატილიუს რეგულუსი მეთაურობდა. ამასთან დაკავშირებით კართაგენელბმა ჰამილკარი სასწრაფოდ გამოიწვიეს აფრიკაში. მის გარდა კართაგენულ არმიას ჰასდრუბალი და ბოსტარი ხელმძღვანელობდნენ. ჰამილკარი კართაგენში დაბრუნდა 5 000 ქვეითით და 500 მხედარით.

რომაელები ამასობაში ლივიაში თარეშობდნენ. შემდეგ ადისს მიადგნენ და ალყა შემოარტყეს. კართაგენული არმიაც ადისისკენ დაიძრა. მათ ქალაქის მახლობლად გორა დაიკავეს და დაბანაკდნენ. გორა რთული ასასვლელი იყო, ხოლო კართაგენელებს უმეტესად საკუთარი მხედრობის იმედი ჰქონდათ. რომაელებმა გადაწყვიტეს უმოკლეს ვადებში შეტევა, სანამ კართაგენელები დაბანაკებულნი არიან მხედრებისთვის ასეთ მოუხერხებელ ადგილას.

რომაელები გორას განთიადზე მიადგნენ ორი მხრიდან. კართაგენელი მხედრები და სპილოები ამ სიტუაციაში სრულიად გამოუდეგარნი აღმოჩნდნენ, სამაგიეროთ ქვეითები კარგად იბრძოდნენ და პირველი ლეგიონი უკან დახიეს. მაგრამ, როდესაც კართაგენელები წინ წამოიწივნენ, მათ გარს მეორე მხრიდან რომაელები შემოეხვივნენ და უკუ აქციეს. ამის შემდეგ ბანაკიდან ყველა კართაგენელი გაიქცა. როცა კი ცხენები და სპილოები დაბლობზე ჩამოვიდნენ, დახევა გარდაუვალი იყო. რომაელებმა ცოტა ხანი სდიეს ქვეითებს, ხოლო შემდეგ ადვილად აიღეს ტუნეტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება