ადილე სულთანი (დ. 23 მაისი, 1826 — გ. 12 თებერვალი, 1899) — ოსმალეთის სულთნის მაჰმუდ II-ის და ზერნიგარ სულთნის ქალიშვილი. პოეტი.

ადილე სულთანი
მშობლიური სახელი Âdile Sultan
დაბადების თარიღი 23 მაისი 1826
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 12 თებერვალი 1899
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია ისლამი
მშობლები მამა: მაჰმუდ II
დედა: ზერნიგარ კადინ ეფენდი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადილე სულთანი დაიბადა სტამბუში. ადილე სულთანმა დედა 6 წლის ასაკში დაკარგა. ის აღზარდა ჰაჯიე ფერთევნიჰალ ნევფიდან კადინ ეფენდიმ. ადილე სულთანმა მიიღო კარგი განათლება და ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ხელოვნებით.

1845 წელს ადილე სულთანი დაქორწინდა მეჰმედ ალი-ფაშაზე, რომელიც ადილეს ძმის, აბდულმეჯიდ I-ის მმართველობის დროს დიდი ვეზირი იყო. წყვილს ეყოლათ სამი შვილი, რომლებიც მალევე გარდაიცვალნენ. 1868 წელს ადილეს ქმარი გარდაიცვალა. მალევე გარდაიცვალა ადილეს ქალიშვილი ჰაირიე ჰანიმ სულთანი. ამის შემდეგ სულთნმა თავის თავი მიუძღვნა ქველმოქმედებას და ხელოვნებას.

ადილე სულთანი გარდაიცვალა 1899 წელს სტამბოლში 72 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება