ადვენტიცია — (ლათ. adventicius — მოსული, გარეგანი) — შემაერთებელი და კუნთოვანი ქსოვილით წარმოქმნილი სისხლძარღვთა კედლის გარეთა გარსი. შეიცავს სისხლძარღვებს „სისხლძარღვთა სისხლძარღვებს“ (ლათ. vasa vasorum), რომლებიც კვებავეს არტერიებისა და ვენების კედლებს. ვენისა და არტერიოლის ადვენტიცია უფრო სქელია, ვიდრე არტერიისა. ზოგი ავტორი ადვენტიციას უწოდებს კაპილარების გარემომცველ შემავრთებელქსოვილოვან უჯრედებს, ზოგი — ძვლისაზრდელას გარეთა შრესაც.

ლიტერატურა რედაქტირება