ადგილობრივი თვითმმართველობა

ადგილობრივი თვითმმართველობაადგილობრივი მმართველობის ფორმა, რომელიც ხორციელდება ადგილობრივ დონეზე არჩეული ორგანოების მეშვეობით. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება თვითმმართველ ერთეულებში. თვითმმართველი ერთეული შესაძლოა იყოს ერთი დასახლება, დასახლების ნაწილი, ან დასახლებათა ერთობლიობა. თვითმმართველი ერთეულები სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავდებიან სახელწოდებით, ზომით და მინიჭებული უფლებამოსილებებით. „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის“ ქვეყნებში თვითმმართველობაში წამყვანი როლი ენიჭება თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს.

ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში რედაქტირება

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა შემოღებულია 1998 წლიდან. მანამდე ის შერეული იყო ადგილობრივ მმართველობასთან. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება საქართველოს მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებია მერი და საკრებულო. მერი და საკრებულო აირჩევა მოსახლეობის მიერ, პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსების ძირითადი წყაროა ქონების გადასახადი და სახელმწიფო ტრანსფერები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, თბილისი, 2015
  • „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები“, თბილისი, 2014

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება