ადა (პროგრამირების ენა)


ადაბრძანებითი და ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა. ის შემქნა კომპანია CII-Honeywell Bull-ის ფრანგულმა ჯგუფმა ჟან იშიბიას მეთაურობით. მათ წარმოადგინეს სხვა პროექტებთან შედარებით საუკეთესო პროგრამირების ენა, რომელიც აკმაყოფილებდა ამერიკული თავდაცვის დეპარტამენტის (DoD) მიერ დასმულ ამოცანებს. პროექტი დაფუძნდა 1980 წელს, რასაც მოყვა Ada 83. შემდეგი გაუმჯობესება მოხდა 1990 წლების შუალედში ობიექტზე პროგრამირების საშუალების დამეტაბით, Ada 95. ბოლო გაუმჯობესების შედეგად თანალედროვე ვერსიაა Ada 2005.

პროგრამირების ენას სახელი ეწოდა ადა ლავლეისის პატივსაცემად, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში პირველი პროგრამა დაწერა. იგი მწვანე ფერთანაა დაკავშირებული, რადგან მის შემქმნელ ჯგუფს DoD-ისგან მინიჭებული ჰქონდა მწვანე ფერი (სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა ფერი ჰქონდა).

თვისებები რედაქტირება

  • ტიპის მინიჭება ხდება სტატიკურად,
  • მოდულები პაკეტების მიხედვითაა,
  • ნათელი სინტაქსი და ორაზროვანული მიდგომის გარეშე (მაძავს პასკალს),
  • ფუნქციები ტიპის განუსაწყვრად (genericity),
  • მრავალი დავალების "ერთდროულად" შესრულება (multi-task),
  • ცხადი დროის მხარდაჭერა,
  • ნორმირებული ბიბლიოთეკები,
  • სხვა პროგრამების ენებთან შერწყმის შესაძლებლობა,
  • ცხადი დრო უტყუარი სისტემებისთვის Profil Ravenscar-ით,
  • ISO ნორმის დოკუმენტის გადმოქაჩვა თავისუფლად შეიძლება ინტერნეტიდან.

"Hello, world!" ადა 95 ან ადა 2005-ში რედაქტირება

ადას სინტაქსის მაგალითი, ეკრანზე ბეჭდავს "Hello, world!", ქართულად "გამარჯობა, სამყარო!":

with Ada.Text_IO; -- ბიბლიოთეკა
 
procedure Hello is -- ანიშნებს რომ ეს არის პროცედურა "Hello"
begin -- "Hello" პროცედურის დასაწყისი
  Ada.Text_IO.Put_Line("Hello, world!"); -- ბრძანება რომელიც "Hello, world!"-ს ბეჭდავს
end Hello; -- "Hello" პროცედურის დამთავრება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება