ადამ სეჯუიკი (დ. 22 მარტი, 1785, დენტი, იორკშირი — გ. 27 იანვარი, 1873, კემბრიჯი) — ინგლისელი გეოლოგი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1821). კემბრიჯის ტრინიტი-კოლეჯის დამთავრების შემდეგ (1808), სადაც თეოლოგიასა და მათემატიკას სწავლობდა, გაიტაცა გეოლოგიამ. 1810 წლიდან იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის ასისტენტი,[7] 1818–1872 წლებში — პროფესორი.[8] კემბრიჯის ფილოოსოფიური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1818), ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების წევრი (1818-დან, 1829–1831 წლებში პრეზიდენტი).[7] მისი ძირითადი შრომები ეხება დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და გერმანიის პალეოზოური ნალექების გეოლოგიის საკითხებს. 1835 წელს გამოყო კამბრიული სისტემა, 1839 წელს როდერიკ მერჩისონთან ერთად — დევონური სისტემა. 1903 წელს კემბრიჯში გაიხსნა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მუზეუმი.[8] დაჯილდოებულია ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების უოლასტონის (1850) და ლონდონის სამეფო საზოგადოების გ. კოპლის (1863) მედლებით.[7]

ადამ სეჯუიკი
ინგლ. Adam Sedgwick
დაბ. თარიღი 22 მარტი, 1785(1785-03-22)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი დენტი
გარდ. თარიღი 27 იანვარი, 1873(1873-01-27)[1] [2] [3] (87 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[4]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის სამეფო
საქმიანობა გეოლოგი და პალეონტოლოგი
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი, Sedbergh School და ტრინიტის კოლეჯი
განთქმული მოსწავლეები ჩარლზ დარვინი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი[5] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და უოლასტონის მედალი[6]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Седжвик Адам // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  5. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  6. Wollaston MedalGeological Society of London.
  7. 7.0 7.1 7.2 Седжвик // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 669.
  8. 8.0 8.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 308.