ტერმინს „ადამის შექმნა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ადამის შექმნა (მრავალმნიშვნელოვანი).

„ადამის შექმნა“ (იტალ. La creazione di Adamo) — მიქელანჯელოს ფრესკა, დაწერილი სავარაუდოდ 1511 წელს, არის სიქსტეს კაპელას ჭერზე დაწერილი ფრესკებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. ფრესკაზე აღწერილია სიუჟეტი ძველი აღთქმიდანღმერთის მიერ პირველი ადამიანის, ადამის შექმნა:

ადამის შექმნა

La creazione di Adamo
ძირითადი ინფორმაცია
ხატწერის ტიპი ფრესკა
ხატის ზომა 280 × 570 სმ
შენახვის ადგილი სიქსტეს კაპელა
და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.[1]
ფრესკის დეტალი

„ადამის შექმნა“ სიქსტეს კაპელის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფერწერული კომპოზიციაა. ღვთის მარჯვენა ხელი მამართულია ადამისაკენ. მათი ხელები ერთმანეთს არ ეხება. სავარაუდოდ, მიქელანჯელომ ამით ღვთიურისა და ადამიანურის ერთმანეთთან მიუწვდომლობა გამოხატა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება