ადამიანი ჩიტი (ფილმი)

ადამიანი ჩიტი (ანუ უმეცრების მოულოდნელი ღირსება) (ინგლ. Birdman or (The Unexpected Virtue of Ignorance)) — 2014 წლის შავი კომედია,[5] რომლის სცენარის ავტორი, პროდიუსერი და რეჟისორია ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მაიკლ კიტონი, ზაქ კალიფიანაკისი, ედვარდ ნორტონი, ანდრეა რაისბორო, ემი რაიანი, ემა სტოუნი და ნაომი უოტსი. კიტონი განასახიერებს ჰოლივუდის დავიწყებულ ვარსკვლავს, მსახიობს, რომელიც ცნობილია სუპერგმირის როლით და ცდილობს ბროდვეიზე რეიმონდ კარვერის მოთხრობით ადაპტირებას.

„ადამიანი ჩიტი
(ანუ უმეცრების მოულოდნელი ღირსება)“
რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ
პროდიუსერი
  • ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ
  • ჯონ ლეშერი
  • არნონ მილჩენი
  • ჯეიმზ. უ. სკოჩდოპოლი
სცენარის ავტორი
  • ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ
  • ნიკოლას ჯაკობონე
  • ალენსანდერ დინელარის უმცროსი
  • არმანდა ბო
როლებში
მუსიკა ანტონიო სანჩესი
ოპერატორი ემანუელ ლუბეცკი
მონტაჟი
სტუდია
დისტრიბუტორი Fox Searchlight Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 27 აგვისტო, 2014 (2014-08-27) (ვენეცია)
  • 17 ოქტომბერი, 2014 (2014-10-17) (აშშ)
ხანგრძლივობა 119 წთ.[1][2]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 18 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 103.2 მილიონი აშშ დოლარი[4]

ადამიანი ჩიტი იყო ვენეციის 71-ე კინოფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები პირველი ფილმი. მისი პრემიერა გაიმართა 2014 წლის 27 აგვისტოს. ფილმი ოქროს ლომისთვის იბრძოდა. აშშ-ში იგი 2014 წლის 17 ოქტომბერს შეზღუდული რაოდენობის კინოთეატრებში გამოვიდა, ხოლო ფართო პრემიერა გაიმართა 2014 წლის 14 ნოემბერს, Fox Searchlight Pictures-ის დისტრიბუციით.

სურათმა მსოფლიოს კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა და დასახელდა 2014 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად. იგი ნომინირებული იქნა ოქროს გლობუსზე საუკეთესო მუსიკალური ან კომედიური ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო ორიგინალური მუსიკისა და საუკეთესო სცენარის კატეგორიებში. კიტონმა ცერემონიაზე გაიმარჯვა საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში, ხოლო ნორტონი და სტოუნი ამ ჯილდოზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლებისთვის იყვნენ ნომინირებული. იგივე კატეგორიებში ისინი ნომინირებული იყვნენ მსახიობთა გილდიის დაჯილდოების 21-ე ცერემონიაზეც.[6][7] ოსკარის 87-ე დაჯილდოებაზე ფილმი ნომინირებული იყო ცხრა კატეგორიაში, რომელთაგან გაიმარჯვა ოთხში: საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო ოპერატორის კატეგორიებში.

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რიგან ტომსონი (მაიკლ კიტონი არის წარსულში პოპულარული ჰოლივუდის მსახიობი, ცნობილი ათწლეულების წინ ბლოკბასტერულ ფილმებში ადამიანი ჩიტის როლის შესრულებით. მას აწამებს ადამიანი ჩიტის ხმა და რიგანი საკუთარ თავს წარმოიდგენს მფრინავ მდგომარეობაში და ტელეკინეზის თვისებით.

რიგანს იმედი აქვს, რომ წარუმატებელ კარიერას განაახლებს. იგი წერს სცენარს, მუშაობს რეჟისორის სახით და თამაშობს ბროდვეიზე დადგმულ რეიმონდ კარტერის მოთხრობის „რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ სიყვარულზე“ ადაპტაციაში. პიესაზე აგრეთვე მუშაობს რიგანის საუკეთესო მეგობარი და ადვოკატი ჯეიკი (ზაქ გალიფიანაკისი), ხოლო სხვა როლებს ასრულებენ რიგანის საყვარელი ლაურა (ანდრეა რაისბორო) და ბროდვეის ახალბედა მსახიობი ლესლი (ნაომი უოტსი). რიგანის შვილი სემი (ემა სტოუნი) მამის თანაშემწეა.

რეპეტიციების დროს, განათებისას ყურადღება ეთმობა მსახიობს, რომელიც რიგანს არ მოსწონს - მაიკს (ედვარდ ნორტონი). რიგანი აგრეთვე ღიზიანდება, როდესაც ჯეიკი მოსთხოვს, სცენაზე გამოიყენოს უფრო რეალური იარაღი. იგი უფრო მეტად ბრაზდება, როდესაც სპექტაკლის პირველ მიმოხილვებში კითხულობს მაიკით აღტაცებას. ამას მოჰყვება ის, რომ რიგანი აღმოაჩენს, რომ სემი მარიხუანას ეწევა, ხოლო ერთ-ერთი რეპეტიციისას დაადგენს, რომ სემს და მაიკს ერთმანეთი უყვართ. იგი შემთხვევით აღმოჩნდება თეატრის კარს მიღმა ისე, რომ უკან ვეღარ შედის, ამიტომ, თეატრში შესაღწევად, იძულებულია ქვედა საცვლებით ტაიმზ-სქვერზე გაიაროს. იგი შემთხვევით გაიცნობს გავლენიან კრიტიკოს ტაბითა დიკინსონს, რომელიც უამბობს, რომ თავად ეზიზღება „ჰოლივუდის განთქმული პიროვნებები, რომლებიც მსახიობობას ცდილობენ“ და ჰპირდება, რომ „სპექტაკლს უარყოფითი მიმოხილვით მოკლავს“. მეორე დღეს, ნაბახუსევზე მყოფ რიგანს ეჩვენება, რომ ესაუბრება ნიუ-იორკის თავზე მფრინავ ადამიან ჩიტს.

პრემიერის საღამოს რიგანი საბოლოო სცენის დროს იყენებს ნამდვილ იარაღს და გასროლით ცხვირს ისახიჩრებს. ტაბითას გარდა ყველა მას ფეხზე დამდგარი ტაშს უკრავს. ჟურნალისტი აპლოდისმენტების დროს დარბაზიდან გადის. ჰოსპიტალში ჯეიკისგან რიგანი შეიტყობს, რომ ტაბითამ სპექტაკლის აღტაცებული მიმოხილვა დაწერა. სემის სტუმრობის შემდეგ რიგანი ფანჯრის რაფაზე ადის. სემი პალატაში ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ რიგანი გამქრალია. იგი ფანჯარაში თავდაპირველად ქუჩას უყურებს, შემდეგ კი ცას და იღიმის.

როლებში რედაქტირება

წარმოება რედაქტირება

გადაღება რედაქტირება

ფილმის ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა ნიუ-იორკში 2013 წლის მარტიდან, ხოლო თეატრის სცენების გადაღებები — აპრილსა და მაისში.[8][9] ფილმი ძირითადად გადაღებული იქნა St. James Theatre-ში, ნიუ-იორკში, 44-ე ქუჩაზე.[9] ბარის სცენები გადაიღეს Rum House-ში, 47-ე ქუჩაზე. ციფრული მეთოდებით შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ იგი მდებარეობს St. James-ის კუთხესთან.[9]

ფილმის ქორეოგრაფ ემანუელ ლუბესკის თქმით, კამერასთან მუშაობა ისე მიმდინარეობდა, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს ფილმი არის ხანგრძლივი დუბლი.[10] სცენარის ავტორების თქმით, ეს იყო რეჟისორის თავდაპირველი ჩანაფიქრი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ასე მიდგომას არ ურჩევდა.[11]

მუსიკა რედაქტირება

2014 წლის 7 იანვარს ანტონიო სანჩესმა დაიწყო მუშაობა ფილმის მუსიკაზე.[12] საუნდტრეკი გამოვიდა 2014 წლის 14 ოქტომბერს.[13] იგი ვერ მოხვდა ოსკარის ნომინანტთა სიებში, ვინაიდან საუნდტრეკში არაორიგინალური, კლასიკური მუსიკის დიდი რაოდენობაა გამოყენებული.[14]

საუნდტრეკში მთლიანობაში ჟღერს შემდეგი კლასიკური ნაწარმოებები:

კრიტიკოსთა გამოხმაურება რედაქტირება

ფილმმა ფართო კრიტიკული აღიარება მოიპოვა. Rotten Tomatoes-ზე მას 238 მიმოხილვის საფუძველზე 92%-იანი რეიტინგი აქვს. საშუალო რეიტინგია 8.4/10. საიტის კრიტიკული შეჯამება: „ადამიანი ჩიტი, სენსაციური ნახტომი რეჟისორ ალეხანდრო გონსალეს ინარიტუსთვის, არის ამბიციური ტექნიკური წარმოდგენა, გაძლიერებული მრავალმხრივი სიუჟეტით და კიტონისა და ნორტონის შესანიშნავი შესრულებით.“[15] Metacritic-ისგან ფილმმა მიიღო 100-დან 88 ქულა, 48 კრიტიკოსის მიმოხილვის მიხედვით, რაც ნიშნავს „საყოველთაო აღიარებას“.[16]

ოპერატორის ნამუშევარმა, რითაც ფილმი იძენს ხანგრძლივი დუბლის სახეს, შესრულების გამო საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მსახიობთა თამაში ასევე მოწონებული იქნა, განსაკუთრებით კიტონის[17][18] შესრულება, რასაც პიტერ დებრაჯმა (Variety) უწოდა „საუკუნის დაბრუნება.“[19] იგი აგრეთვე წერდა, რომ ფილმი „შოუბიზნესის შეგნებული თვითსატირაა“ და „ყოველი შემოქმედებითი კუთხით ტრიუმფალურია.“ [20] რობი კოლინის (The Daily Telegraph) მიერ ფილმს მიენიჭა შეფასება 5/5-ის სახით, განსაკუთრებით ემანუელ ლუბეცკის ნამუშევრისთვის.[21] რიჩარდ რეპერის მიმოხილვაში ფილმმა "A" კლასის შეფასება მიიღო. ავტორი წერდა, რომ კიტონი კიტონს ნამდვილად ეკუთვნის ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცის.[17]

რიგანის შეშლილობასა და ნამდვილ სუპერძალებს შორის თემატურ გაწევ-გამოწევაზე საუბრისას ტრევის ლაკუტერი (First Things) წერდა, რომ „აშკარაა ამ, რეალური თუ წარმოსახვითი ძალების მნიშვნელობა: რიგანისთვის ისინი წარმოადგენენ წოდებაზე უფრო მეტს, მისი გენიის ბირთვს და ვინაიდან მათზე დამოკიდებულება საკუთარი თავის გაყიდვაა, მის უდიდეს ფობიასაც.“ ლაკუტერი ასკვნის, რომ „ფილმის უცნაური სიღრმე იმაში მდგომარეობს, რომ მაყურებელი უფიქრდება ყოველდღიურ მაგიას - ვივიწყებთ, ვახშობთ ან გვაღელვებს.“[22]

ჯილდოები რედაქტირება

კიტონმა პირველი ოქროს გლობუსი, 71-ე დაჯილდოების ცერემონიაზე მოიპოვა ფილმში შესრულებული როლისთვის, ფილმმა მიიღო ასევე ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის.

2015 წლის 15 იანვარს ადამიანი ჩიტი და სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი დასახელდნენ ოსკარის 87-ე დაჯილდოების ნომინანტთა შორის ყველაზე მეტ, ცხრა ნომინაციაში. ფილმმა გაიმარჯვა ოთხ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო ოპერატორის ნომინაციებში. ასევე ნომინირებული იყო ხმის საუკეთესო მონტაჟის, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის, საუკეთესო მსახიობი მამაკაცის (კიტონი), საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალისა (სტოუნი) და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცის (ნორტონი) კატეგორიებში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. BIRDMAN (15). British Board of Film Classification (სექტემბერი 11, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 30, 2014. ციტირების თარიღი: October 29, 2014.
  2. La Biennale di Venezia - 27 აგვისტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-26. ციტირების თარიღი: აგვისტო 17, 2014.
  3. Steven Zeitchik. (აგვისტო 30, 2014) Human foibles give 'Birdman' its superhuman wings. Los Angeles Times გვ. 2. ციტატა: „shot over the course of 30 days and cost about $18 million to produce“
  4. Birdman. Box Office Mojo. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2015.
  5. http://dictionary.reference.com/browse/black+comedy
  6. 'Birdman' Tops Golden Globe Field With 7 Nominations. Voice of America (დეკემბერი 14, 2014). ციტირების თარიღი: დეკემბერი 14, 2014.
  7. 21st SAG Awards:Full List of Nominees. Screen Actors Guild Awards (2014). ციტირების თარიღი: დეკემბერი 10, 2014.-
  8. „Batman's hair... won't return: Michael Keaton reveals his thinning pate on set of new film Birdman“. Daily Mail. London. April 2, 2013. ციტირების თარიღი: მაისი 12, 2013.
  9. 9.0 9.1 9.2 Ng, David (ნოემბერი 10, 2014). „In 'Birdman,' Broadway's St. James Theatre plays itself“. L.A. Times. ციტირების თარიღი: ნოემბერი 22, 2014.
  10. Is Birdman a one-shot magic trick that could win Emmanuel Lubezki his second Oscar in a row? (ივნისი 21, 2014). ციტირების თარიღი: ივნისი 27, 2014.
  11. Birdman: “Completely one shot? Don’t even try it”. Creative Screenwriting Magazine.
  12. „Alejandro Gonzalez Inarritu's 'Birdman' to Feature Music by Antonio Sanchez“. filmmusicreporter.com. იანვარი 7, 2014. ციტირების თარიღი: October 31, 2014.
  13. 'Birdman' Soundtrack Details“. filmmusicreporter.com. სექტემბერი 18, 2014. ციტირების თარიღი: October 31, 2014.
  14. Feinberg, Scott (24 დეკემბერი 2014). „The Inside Story: Why 'Birdman's' Drum Score Isn't Eligible for an Oscar and Why an Appeal Was Rejected“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 15 იანვარი 2015.
  15. Birdman. Rotten Tomatoes. Flixster. ციტირების თარიღი: იანვარი 9, 2015.
  16. Birdman or (The Unexpected Virtue of Ignorance) Reviews. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: ნოემბერი 7, 2014.
  17. 17.0 17.1 Birdman (2014; Rated R). Richard Roeper & The Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-25. ციტირების თარიღი: 2015-01-16.
  18. Christy Lemire. (October 17, 2014) Birdman. RogerEbert.com. ციტატა: „Zach Galifianakis plays strongly against type“
  19. Peter Debruge. (აგვისტო 27, 2014) Michael Keaton pulls off a startling comeback in Alejandro G. Inarritu's blistering showbiz satire.. ციტატა: „Michael Keaton returns with the comeback of the century“
  20. Peter Debruge. (აგვისტო 27, 2014) Venice Film Review: ‘Birdman or (The Unexpected Virtue of Ignorance)’. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-27. ციტირების თარიღი: 2015-01-16.
  21. Robbie Collin. Birdman, review: 'spectacular, star-powered'. The Telegraph.
  22. LaCouter, Travis. Birdman's Sly Metaphysics. First Things. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი 2014.