ადამიანის უფლებები ფილიპინებში

ადამიანის უფლებები ფილიპინებში — ადამიანის უფლებები ფილიპინების არქიპელაგში. ფილიპინების კონტექსტში „ადამიანის უფლებების“ ცნება, ძირითადად, ეხება ფილიპინებში (მაგრამ არ შემოიფარგლება) მცხოვრები ადამიანის [1] სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს 1987 წლის ფილიპინების კონსტიტუციის შესაბამისად. [2] ადამიანის უფლებები ადგენს მორალურ სტანდარტებს კაცობრიობის წარმომადგენელთათვის, არა მხოლოდ კონკრეტული საზოგადოების ან მოქალაქეებისათვის. [3] ადამიანთა რასის წევრობა ერთადერთი კვალიფიკაციაა ამ უფლებების მისაღებად. ადამიანის უფლებები, საერთაშორისო კანონების სპეციფიკური კონვენციებისგან განსხვავებით (მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი), საყოველთაოდ გამართლებულია, რადგან იგი ეხება მთელ კაცობრიობას, განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა.

ფილიპინების დროშა
ფილიპინების გერბი

ადამიანის უფლებების პრაქტიკა რედაქტირება

წამება რედაქტირება

2017 წლის მონაცემებით, მრავალმა წყარომ აღნიშნა, რომ წამება ხდებოდა პოლიციისა და სხვა უსაფრთხოების ძალების მიერ.[4][5][6][7][8]

შრომის კოდექსი რედაქტირება

ფილიპინებში მარკოსის საომარი ეპოქის დაწყებამდე, შრომის ყველა კანონი არ იყო კოდიფიცირებული. [9] პრეზიდენტმა მარკოსმა დაავალა კომიტეტს ე.წ. შრომის დეპარტამენტიდან (ახლანდელი შრომისა და დასაქმების დეპარტამენტი ან DOLE), რათა გაერთიანებულიყო ფილიპინების ყველა არსებული შრომითი კანონი. კონსოლიდაცია დასრულდა 1974 წლის 1 მაისს და ძალაში შევიდა 1974 წლის 1 ნოემბერს. [10]

ადამიანის უფლებების დარღვევა რედაქტირება

მარკოს ადმინისტრაცია (1965–1986) რედაქტირება

1972 წლის 21 სექტემბერს პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა ფილიპინებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. [11] მარკოსმა შეიარაღებულ ძალებს მისცა უფლება, აღეკვეთათ ნებისმიერი აჯანყება ან აჯანყების აქტი. [12] ჯამში დაფიქსირდა 398 გაუჩინარება, 1,388 არაკანონიერი მკვლელობა და 1,499 მოკლული და დაჭრილი ხოცვა-ჟლეტის შედეგად, მაგრამ ყველა მსხვერპლის აღრიცხვა არ მოხდა.

არიოს ადმინისტრაცია (2001–2010) რედაქტირება

არიოს ადმინისტრაციას აწუხებდა ადამიანის უფლებების დარღვევის რამდენიმე ფორმა. ამათგან უმეტესობა მოიცავს სამხედრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, განსაკუთრებით მუსლიმურ მინდანაოში. [13]

ბენინო აკინოს ადმინისტრაცია (2010–2016) რედაქტირება

2010 წლის 30 ივნისს ბენინო აკინო III დაინიშნა ფილიპინების პრეზიდენტის თანამდებობაზე. [14] მისი უფლებამოსილების განმავლობაში აღსანიშნავია K-12 პროგრამის განხორციელება, შუაღამის დანიშვნის გაუქმება, ფილიპინების სიმართლის კომისიის დაარსება, ფილიპინების სტატისტიკის ორგანოს (PSA) შექმნა. ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ მოსპობს კორუფციას სამთავრობო სისტემაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი ეს პრობლემა. [15]

დუტერტეს ადმინისტრაცია (2016 - დღემდე) რედაქტირება

2020 წლის 26 ივნისს ფილიპინების პოლიციამ ლგბტ პრაიდის ღონისძიებაზე 20 ადამიანი დააკავა. ისინი აპროტესტებდნენ ანტიტერორისტულ კანონპროექტს, რომელიც აღმოფხვრიდა მათ იურიდიულ დაცვას და პოლიციას შეეძლო დაეკავებინა ჯგუფები და პირები ყოველგვარი ორდერის გარეშე ტერორიზმის ნიშნით. 2020 წლის 3 ივლისს Amnesty International–მა გააკრიტიკა სადავო ანტიტერორისტული აქტი, რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე და ამბობს, რომ ახალი კანონი არის ქვეყნის ადამიანის უფლებების მუდმივად გაუარესების ისტორიის უკანასკნელი მაგალითი.

შრომა რედაქტირება

შრომისა და დასაქმების დეპარტამენტი რედაქტირება

თავდაპირველად შრომისა და დასაქმების დეპარტამენტი ეწოდა შრომის ბიუროს 1908 წლის 18 ივნისს, რომელიც ვაჭრობისა და პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში ფუნქციონირებდა. მას სახელი დაერქვა და დაარსდა როგორც შრომის დეპარტამენტი, 1933 წლის 8 დეკემბერს, No4121 საკანონმდებლო აქტის შესაბამისად. 1982 წელს სრული შიდა რესტრუქტურიზაციის შემდეგ მას ეწოდა შრომისა და დასაქმების დეპარტამენტი. იგი ეხება ფილიპინელი მშრომელების უფლებების დაცვას და კეთილდღეობას როგორც ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ და პასუხობს სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, რომლებიც გავლენას მოახდენს მუშაკებზე. შრომისა და დასაქმების დეპარტამენტმა შექმნა ოფისები და სააგენტოები: 16 რეგიონალური ოფისი, 83 საველე ოფისი, 4 სატელიტური ოფისი, 28 საზღვარგარეთის ფოსტა, 6 ბიურო, 7 პერსონალის მომსახურება და 11 თანდართული სააგენტო. ამ ქვეჯგუფებს ევალებათ მჭიდროდ გააკონტროლონ და კოორდინაცია გაუწიონ პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელებას.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ „გენდერულ თანასწორობაზე დისკუსიის საშუალებით, პრობლემები გაღრმავდა ყველაზე დაუცველი ფენისთვის, მათ შორის ქალებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან საშინაო საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ხელი შეუწყო მათი მოწყვლადობის გამწვავებას, ისინი მაინც ცდილობენ რეალიზაციას საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლის გზით.“

სქოლიო რედაქტირება

  1. Human Rights in the Philippines: 1986 – 1991. 
  2. The Constitution of the Republic of the Philippines | GOVPH. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 5, 2019. ციტირების თარიღი: November 3, 2015.
  3. Human Rights and International Relations. 
  4. Dumlao, Artemio. Torture continues in Philippines — rights group. ციტირების თარიღი: October 15, 2017.
  5. Philippines: President Duterte must break the cycle of human rights violations. ციტირების თარიღი: October 15, 2017.
  6. Philippines: End Police Torture, Killings. ციტირების თარიღი: October 15, 2017.
  7. ABOVE THE LAW: POLICE TORTURE IN THE PHILIPPINES. ციტირების თარიღი: October 15, 2017.
  8. Torture continues under Duterte – Karapatan. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 18, 2019. ციტირების თარიღი: October 15, 2017.
  9. Villegas, Edberto (1988). The Political Economy of Philippine Labor Laws. Quezon City, Philippines: Foundation for Nationalist Studies, Inc., გვ. 60–61. 
  10. Samson, Anna Rhea Valle (2004). Working With Labor Laws. Ateneo De Manila University Press. 
  11. Proclamation No. 1081, s. 1972 | GOVPH. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 25, 2021. ციტირების თარიღი: November 6, 2015.
  12. TORTYUR: Human Rights Violations During The Marcos Regime. ციტირების თარიღი: November 6, 2015.
  13. Sales, Peter M. „State terror in the Philippines: the Alston Report, human rights and counter-insurgency under the Arroyo administration“: 321–336. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  14. "The Philippines under the Aquino Administration" THE PHILIPPINES UNDER THE AQUINO ADMINISTRATION (2013): n. pag. . Official Gazette, 2013. Web. November 5, 2015.
  15. GMA Network Portal – Online Home of Kapuso Shows and Stars. ციტირების თარიღი: August 6, 2019.