აგონია (ძვ. ბერძნ. ἀγωνία — „ბრძოლა“) — სულთმობრძაობა, სიკვდილისწინა მდგომარეობა. ორგანიზმის რეაქციული და შეგუებითი ფუნქციების უკანასკნელი გამოვლენა. აგონიის ნიშნებია: გონების დაკარგვა, გრძნობის ორგანოთა მოქმედების შეწყვეტა, გაძნელებული სუნთქვა, ხროტინი, კრუნჩხვა, თვალის რქოვანას შემღვრევა, გულის მუშაობის მკვეთრი დარღვევა და სხვა. აგონია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთს ან საათს. გარეგნულად მისი დასასრულია უკანასკნელი ამოსუნთქვა (კლინიკური სიკვდილი), თუმცა გული ამის შემდეგ ერთხანს კიდევ იკუმშება. ბიოლოგიური სიკვდილი გულის უკანასკნელ შეკუმშვას მოსდევს. აგონია არ არის შეუქცევადი მდგომარეობა, ზოგჯერ ე. წ. მწვავე სიკვდილის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია დიდძალი სისხლის დაკარგვით, შოკით ან ასფიქსიით, დროულმა მიღებულმა ზომებმა შეიძლება გადარჩნინოს ავადმყოფი.

ლიტერატურა რედაქტირება