აგნეს ბურგუნდიელი

აგნეს ბურგუნდიელი (ფრანგ. Agnès de Bourgogne; დ. 1407 — გ. 1 დეკემბერი, 1476) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I-ისა და მარგარეტ ბავარიელის ქალიშვილი. ბურბონის ჰერცოგინია 1434-1456 წლებში როგორც შარლ I-ის მეუღლე.

აგნეს ბურგუნდიელი
ბურბონის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1435
მმართ. დასასრული: 1456
წინამორბედი: მარი ბერელი
მემკვიდრე: ჟანა დე ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1407
გარდ. თარიღი: 1 დეკემბერი, 1476, (68-69 წლის)
მეუღლე: შარლ I, ბურბონის ჰერცოგი
დინასტია: ვალუები
მამა: ჟან I, ბურგუნდიის ჰერცოგი
დედა: მარგარეტ ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ქორწინება და შვილები რედაქტირება

1435 წელს აგნესი ცოლად გაჰყვა ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ს, რომელთანაც შეეძინა თერთმეტი შვილი:

  1. ჟან II (1426-1488), ეწეოდა სასულიერო საქმიანობას, მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა ბურბონის ჰერცოგი, ცოლად ჰყავდა ჟანა დე ვალუა, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
  2. მარი (1428-1448), ცოლად გაჰყვა ლოთარინგიის ჰერცოგ ჟან II-ს;
  3. ფილიპი (1430-1440), ბეჟოს ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. შარლ II (1434-1488), ლიონის არქიეპისკოპოსი და მცირე ხნით ბურბონის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  5. იზაბელი (1436-1465), ცოლად გაჰყვა ბურგუნდიის ჰერცოგ შარლ I-ს;
  6. პიერ II (1438-1503), ბურბონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ანა დე ვალუა რომელთანაც შეეძინა მხოლოდ ერთი ქალიშვილი;
  7. ლუი (1438-1482), ლიეჟის ეპისკოპოსი;
  8. მარგარიტა (1438-1483), ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ ფილიპო II-ს;
  9. კატრინი (1440-1469), ცოლად გაჰყვა გელდერის ჰეროცგ ადოლფ II-ს;
  10. ჟანა (1442-1493), ცოლად გაჰყვა ორანჟ-ნასაუს პრინც იოჰან II-ს;
  11. ჟაკი (1445-1468), მონტესპიერის გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;

ლიტერატურა რედაქტირება

  • O'Reilly, Elizabeth Boyle, How France Built Her Cathedrals, (Harper Brothers Publishers:London, 1921).