აგიხანი (ინგლ. Aguijan) — დაუსახლებელი კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და შედის ტინიანის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.

აგიხანი
მშობ. სახელი: ინგლ. Aguijan
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 14°51′13″ ჩ. გ. 145°33′34″ ა. გ. / 14.85361° ჩ. გ. 145.55944° ა. გ. / 14.85361; 145.55944
ფართობი 7,10 კმ²
სიგრძე 4 კმ
სიგანე 1 კმ
უმაღლესი წერტილი 157 მ
მუნიციპალიტეტი ტინიანი
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)
აგიხანი — წყნარი ოკეანე
აგიხანი

გეოგრაფია რედაქტირება

კუნძული აგიხანი მდებარეობს მარიანას არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში. გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. კუნძულიდან 8 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული ტინიანი[1]. უახლოესი მატერიკიაზია, მდებარეობს 3000 კმ-ში[2].

კუნძულ აგიხანს, როგორც მარიანის არქიპელაგის სხვა კუნძულებს, აქვს ვულკანური წარმოშობა[3]. კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 4 კმ-ს, სიგანე — 1 კმ-ს[1]. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 157 მეტრს[2]. კუნძულის ფართობი შეადგენს 7,10 კმ²-ს.

კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. კუნძულზე ხდება ციკლონები[2].

აგიხანს ასევე უწოდებენ «თხების კუნძულს» იმიტომ, რომ ძველად მასზე არსებობდა მაცხოვრებლების მიერ შემოყვანილი თხების მცირე პოპულაცია. შემდგომში თხები გაიყვანეს აგიხანის კუნძულიდან[4].

ისტორია რედაქტირება

XVII საუკუნის ბოლოს მარიანას არქიპელაგი გახდა ესპანეთის სამფლობელო.

1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[5]. 1907 წლიდან კუნძული იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[5].

1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[5]. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულზე მდებარეობდა იაპონელთა გარნიზონი[4].

მოსახლეობა რედაქტირება

2010 წლისთვის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის ყველა კუნძული, მათ შორის, აგიხანის კუნძულიც, დაუსახლებელია.[2].

სქოლიო რედაქტირება