აგის IVსპარტის მეფე ძვ. წ. 245-241 წწ. ქვეყნის აღორძინების მიზნით წამოაყენა სოციალური რეფორმების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მიწის ხელახლა განაწილებას, ვალების კასაციას, სრულუფლებიან მოქალაქეთა რაოდენობის ზრდას პერიეკების ხარჯზე. აგისმა ურჩი ეფოროსები შეცვალა, გააუქმა ვალები და პატიმრობისაგან გაათავისუფლა მოვალეები, ხოლო მიწის ხელახალი განაწილება მსხვილი მიწათმფლობელების წინაარმდეგობის გამო დროებით შეაჩერა. მისმა მოწინააღმდეგეებმა ისარგებლეს მეფის საომრად გამგზავრებით და გააუქმეს რეფორმა. სპარტაში დაბრუნებული აგისი შეიპყრეს, ტირანიისადმი მისწრაფება დასდეს ბრალად და ჩამოახრჩვეს.

ლიტერატურა რედაქტირება