აგარა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგარა (მრავალმნიშვნელოვანი).

აგარა[2]სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭელიაღელის თემში. მდებარეობს მდინარე ხოტეურას სათავეში. ტყიბული-ამბროლაურის გზატკეცილზე, ზღვის დონიდან 1040 მეტრზე. ამბროლაურიდან დაშორებულია 10 კილომეტრით, ჭელიაღელიდან 1 კმ. სოფელში ორი ეკლესიაა — აგარის წმინდა გიორგის, აგრეთვე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები.

სოფელი
აგარა

ეკლესია აგარის ცენტრში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თემი ჭელიაღელე
კოორდინატები 42°27′15″ ჩ. გ. 43°07′00″ ა. გ. / 42.45417° ჩ. გ. 43.11667° ა. გ. / 42.45417; 43.11667
ცენტრის სიმაღლე 1040
მოსახლეობა 101[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
აგარა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
აგარა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)
აგარა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
აგარა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

აგარაში ძირითადად შემდეგი გვარის წარმომადგენლებები სახლობენ აბუთიძეები, ბიბილაშვილები, მესხები, მომცელიძეები, ტურძილაძეები.

მოსაზღვრე სოფლებია: ჭელიაღელე, უყეში, თლუღი და ხოტევი.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 101 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 164 73 91
2014[1]   101 47 54

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 14.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.