აგათისი (ლათ. Agathis) — წიწვოვანი მცენარეების გვარი არაუკარიისებრთა ოჯახისა. ცნობილია 20-მდე სახეობა. ზოგის სიმაღლე 50 მ აღწევს.

აგათისი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Agathis

ძირითადად გვხვდება ავსტრალიაში, ახალ გვინეაში, ახალ ზელანდიაში, პოლინეზიის, მელანეზიისა და ფილიპინის კუნძულებზე. XX საუკუნიდან გაავრცელეს დასავლეთ საქართველოში როგორც კულტურული მცენარე.

აგათისის მერქანი ძვირად ფასობს. ზოგიერთი სახეობა იძლევა მაღალხარისხოვან მაგარ და გამჭვირვალე ფისს: აგათისი ალბა (Agathis dammara) - კოპალს, ახალზელანდიური აგათისი (Agathis australis) - კაურის (კაურიკოპალს).

ლიტერატურა რედაქტირება