აბჰიმანიუ (მაჰაბჰარატა)

აბჰიმანიუ — ინდური ეპოსის, „მაჰაბჰარატას“ პერსონაჟი. მესამე პანდავას პრინცის, არჯუნას და იადავას პრინცესის, სუბჰადრას ვაჟი. ითვლება, რომ იგი ვარშას, ჩანდრას ვაჟის ავატარია. ბავშვობიდან აბჰიმანიუს ნათესავები ზრდიდნენ დედის მხრიდან, ბიჭის განდევნილი მამა მისი მოზარდობის პერიოდში დაბრუნდა. აბჰიმანიუ დაქორწინდა უტართოზე, მატისის პრინცესაზე. კურუკშეტრას ომის დროს აბიჰმანიუ მამის მხარეს იბრძოდა. ომის მეცამეტე დღეს ახალგაზრდა მეომარი სასტიკად მოკლეს. მისმა ვაჟმა პარიკშიტმა შტო ამოწყვეტისგან იხსნა.

ბიოგრაფია რედაქტირება

ყრმობა რედაქტირება

აბჰიმანიუს არჯუნას, მესამე პანდავას პრინცის და სუბჰადრას, შრი კრიშნას დის და იადავის პრინცესის ვაჟი იყო. ტამილური ფოლკლორის თანახმად აბჰიმანიუმ დედის მუცელში ჩაკრავიუჰის (ლაბირინტის ფორმის საომარი ფორმაცია „მაჰაბჰარატიდან“) შესახებ გაიგო, მაგრამ მხოლოდ მასში შესვლა ისწავლა. მაჰაბჰარატაში აბჰიმანიუ ამას უბრალოდ არკუნასგან იგებს.

მას შემდეგ, რაც იუდიშტირამ კამათლების თამაში წააგო ყველა პანდავა დრაუპადისთან ერთად დროებით განიდევნა. ამ პერიოდში სუბჰადრა თავის ძმებთან იყო დვარკაში, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად შემდგომში აჰჰიმანიუ გაზარდა. ბალარამამ, პრადიუმნამ და კრიშნამ ის მეომრად გაზარდეს. ბალარამამ აბჰიმანიუს რაუდრას მშვილდი აჩუქა. პანდავასის განდევნჯს დროს დასრულების შემდეგ დურიოდჰანა არ დათანხმდა მათი სიმდიდრისა და ქონების დაბრუნებაზე. პანდავებს ქონების ძალით დაბრუნება უწევდათ. ომის დაწყებამდე ცოტა ზნით ადრე ვირატამ არჯუნას მისი ქალიშვილის — უტარას ცოლობა შესთავაზა, მაგრამ არჯუნა ადრე მისი მასწავლებელი იყო და უარი უთხრა, მაგრამ უტარას აბჰიმანიუზე ქორწინება შესთავაზა. აბჰიმანიუ დათანხმდა და უტარა ცოლად შეირთო.

კურუკშეტრას ომი რედაქტირება

ფაილი:Abhimanyu killing the famous warriors of kaurava army.jpg

ომში აბჰიმანიუ მამის მხარეზე იბრძოდა. პატარა ასაკის მიუხედავად ომში მან დიდი სიმამაცე გსმოიჩინა. მან მოკლა რუკმარტა, ბრიჰადბალა, ლაქსმანა (დურიოდჰანას შვილი), დუშმანარა (დუშიასანას მეორე ვაჟი), ექვსი მრჩეველი და კარნას შვიდი ძმა, შალიას ვაჟები და ა.შ. არაპირდაპირ მოკლა კარნა, შალია, დურიოდჰანა, დუშასანა, ვრიშასენა და ა.შ. ერთობლივ შეტევებში მშვილდით. ის ასევე იბრძოდა ისეთი ძლიერი მეომრების წინააღმდეგ, როგორც ბჰიშმა და ბაგადატა.

ომის მეცამეტე დღეს არჯუნა სუშარმამ და ტრიგარტასმა სამხრეთით გადაიყვანეს. მისი არყოფნით ისარგებლეს დურიოდჰანამ და მისმა მოკავშირეებმა და შეადგინეს იუდაშისტას ხაფანგში მოქცევის გეგმა, რაც ომს ადვილად შეაჩერებდა დიდი მსხვერპლის გარეშე. კაურავას ჯარმა დრონაჩარიას მეთაურობით შექმნა ჩაკრავიუჰას ფორმაცია. აბჰიმანიუმ იცოდა როგორ უნდა შესულიყო მასში, მაგრამ არ იცოდა გასასვლელის პოვნა. ის მახეში გავიდა, თან ბიძები გაჰყვნენ. ჩარავიუჰას კიდესთან ახლოს აბჰიმანიუმ ლაკმანა, დურიოდჰანას ვაჟი მოკლა. შვილის მკვლელობით განრისხებული დურიოდჰანა დრონაჩარიას უბრძანებს შეცვალოს გეგმა აბჰიმანიუს მოსაკლავად, მაგრამ აბჰიმანიუს მოჰყვა დარჩენილი ოთხი პანდავა. ჯაიადრატამ ოთხივე დაამარცხა, დრუპადაც გაჩერდა და ხაფანგში აღმოჩნდა. აშვატამამ და კრიტავარმამ დაამარცხეს დრიშტადიუმნა და უპაპანდავები, და დატოვეს აბჰიმანიუ მარტო. ის ფორმაციის ცენტრში მოხვდა, სადაც ერთდროულად რამდენიმე მეომარი დაესცა თავს, რაც ომის წესების წინააღმდეგ იყო. მათ შორის იყვნენ დრონა, დუშასანა, აშვათამა, კარნა, შაკუნი, დურიოდჰანა კრიპა, კრიტავარმა ვრიშასენა და მრავალი სხვა. ის ყველას მამაცად შეებრძოლა და ბევრი მოკლა, მაგრამ მას იარაღი გაუტეხეს და ფეხზე ადგომისას მოკლეს, რაც ასევე არ შეესაბამებოდა სამართლიანი ბრძოლის წესებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Chakravarti, Bishnupada (13 November 2007). Penguin Companion to the Mahabharata. Penguin UK. ISBN 978-93-5214-170-8.
  • Mani, Vettam (1 January 2015). Puranic Encyclopedia: A Comprehensive Work with Special Reference to the Epic and Puranic Literature. Motilal Banarsidass. ISBN 978-81-208-0597-2
  • Abhimanyu. Amar Chitra Katha Private Limited. April 1971. ISBN 9788184821062.