აბუ მუსაბ ალ-ზარქაუი

აბუ მუსაბ ალ-ზარქაუი (არაბ.: أبومصعب الزرقاوي) (დ. ოქტომბერი, 1966 – გ. 7 ივნისი, 2006) — წარმოშობით იორდანელი ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას ლიდერი ერაყში. ერთმა ან რამდენიმე ადამიანმა ამ სახელით საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რამდენიმე აუდიოჩანაწერზე, ერაყში განხორციელებულ მრავალ ტერორისტულ აქტზე. ამ აქტების შედეგად დაიღუპა მრავალი მეომარი, პოლიციის თანამშრომელი და მოქალაქე.