აბუ ლ-ფაზლი (სპარს. ابو الفضل; დ. 14 იანვარი, 1551 — გ. 12 აგვისტო, 1602) — ინდოელი მემატიანე და ფილოსოფოსი. აქბარის ვეზირი და მეგობარი. განაგებდა ფადიშაჰის მიმოწერას საზღვარგარეთის ქვეყნებთან. სპარსულად დაწერა აქბარის მმართველობის ქრონიკა „აქბარის წიგნი“ („აქბარნამე“), რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია „აქბარის კანონები“ („აინ-ი აქბარი“, ტ. 1-2, კალკუტა, 1867-1877). წიგნი შეიცავს მოგოლთა სახელმწიფოს ოლქების აღწერას, საგადასახადო უწყებებს, დადგენილებებსა და ავტობიოგრაფიას. შემორჩენილია აგრეთვე აბუ ლ-ფაზლის დიპლომატიური ეპისტოლეთა კრებული „აბუ ლ-ფაზლის თხზულება“ („ინშა-ი აბუ ლ-ფაზლ“). აბუ ლ-ფაზლი მოაკვლევინა აქბარის შვილმა ჯაჰანგირმა.

აბუ ლ-ფაზლი
დაბ. თარიღი 14 იანვარი, 1551(1551-01-14)[1]
დაბ. ადგილი აგრა
გარდ. თარიღი 12 აგვისტო, 1602(1602-08-12)[2](51 წლის)
გარდ. ადგილი ლაჰორი
მოქალაქეობა დიდ მოგოლთა იმპერია
საქმიანობა მთარგმნელი, პოეტი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი და მწერალი

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება