აბუ დულაფი, მისარ იბნ მუჰალგილ ალ-ხაზრაჯი ალ-იანბუი (არაბ. أبو دُلف الخزرجي) — X საუკუნის არაბი პოეტი, მოგზაური და მეცნიერი. იმოგზაურა ჩინეთში, ინდოეთში, ირანსა და ამიერკავკასიაში.

აბუ დულაფი
არაბ. أبو دُلف الخزرجي
დაბადების თარიღი X საუკუნე[1]
დაბადების ადგილი იანბუ
გარდაცვალების თარიღი X საუკუნე, 1000[1] [2] ან 839
საქმიანობა მწერალი, პოეტი და მოგზაური
ენა არაბული ენა
მოქალაქეობა  აბასიანთა სახალიფო

X საუკუნის 50-იან წლებში იყო თბილისში. ცნობილია აბუ დულაფის ორი „რისალა“ (წერილი, დღიური). პირველი აღწერს აბუ დულაფის მოგზაურობას ჩინეთში, მეორე — ირანსა და ამიერკავკასიაში. საინტერესოა აბუ დულაფის ცნობები ძვირფასი წიაღისეული სიმდიდრეების, მინერალური წყაროებისა და სამკურნალო მცენარეების შესახებ. მეორე „რისალაში“ აღწერილია X საუკუნის თბილისი.

ლიტერატურა რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Virtual International Authority File[Dublin, Ohio]: OCLC, 2003.
  2. CERL ThesaurusConsortium of European Research Libraries.