აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი

იბრაჰიმ იბნ 'ავვად იბნ იბრაჰიმ იბნ 'ალი იბნ მუჰამმად ალ–ბადრი ას–სამარრა'ი (არაბ. إبراهيم ابن عواد ابن إبراهيم ابن علي ابن محمد البدري السامرائي), აგრეთვე ცნობილი როგორც აბუ დუ'ა (არაბ. أبو دعاء), აბუ ბაქრ ალ–ბაღდადი (არაბ. أبو بكر البغدادي), აბუ ბაქრ ალ–ბაღდადი ალ–ჰუსაინი ალ–ყურაიში (არაბ. أبو بكر البغدادي الحسيني القرشي) და ასევე ამირ ალ–მუ'მინინ ალ–ხალიფა იბრაჰიმ ალ–ქარრარი (არაბ. أمير المؤمنين الخليفة إبراهيم الكرار) (დ. დაახლ. 1971, სამარა, ერაყი — გ. 26 ოქტომბერი, 2019, ბარიშა, სირია) — დასავლეთ ერაყსა და აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ე. წ. ისლამური სახელმწიფოს (არაბ. الدولة الإسلامية) ხალიფა, რომელსაც ასევე აბსოლუტურ თეოკრატიულ მმართველსაც უწოდებენ.
სახელის გადარქმევამდე იგი იყო ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს ამირა, ხოლო 2014 წლის ივნისში მიღწეული სამხედრო წარმატებების შემდეგ ერაყისა და შამის ისლამურმა სახელმწიფომ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოაცხადა სახალიფო – ყველა მუსლიმის სახელმწიფო და ამას მოჰყვა მისი ამირის ხალიფად გამოცხადებაც.[2] 2011 წლის 4 ოქტომბერს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ალ–ბაღდადი გამოაცხადა მსოფლიო მნიშვნელობის ტერორისტად და მის შეპყრობაში ან მოკვლაში დახმარებისთვის ჯილდოდ დააწესა 10 მილიონი აშშ დოლარი. მხოლოდ აიმან აზ–ზავაჰირიზე, ალ-კაიდას ორგანიზაციის ამირზე, არის დაწესებული უფრო დიდი ჯილდო (25 მილიონი აშშ დოლარი).

ხალიფა იბრაჰიმ ალ–ქარრარი[1]
الخليفة إبراهيم الكرار
ხალიფა იბრაჰიმ ალ–ქარრარი[1] الخليفة إبراهيم الكرار
ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ხალიფა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 ივნისი, 2014 – 26 ოქტომბერი, 2019

თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მაისი, 2010 – 29 ივნისი, 2014
წინამორბედიაბუ 'უმარ ალ–ბაღდადი

დაბადებული1971
სამარა, ერაყი.
გარდაცვლილი26 ოქტომბერი, 2019 (47-48 წლის)
ბარიშა, სირია
რელიგიაისლამი

ბიოგრაფია რედაქტირება

იბრაჰიმ ალ–ბადრი ას–სამარრა'ი დაიბადა 1971 წელს სამარაში, ცენტრალურ ერაყში. არსებული ცნობებით, იგი ფლობდა სადოქტორო ხარისხს ისლამმცოდნეობაში ბაღდადის უნივერსიტეტიდან [3] და მშობლიურ ქალაქში მეჩეთის იმამად მსახურობდა ერაყის ომის დაწყებამდე.[4]

ერაყის ომი რედაქტირება

ერაყში კოალიციის ძალების შეჭრისა და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში ალ–ბაღდადი დაპატიმრებული იქნა და იმყოფებოდა ბანაკ ბუკკაში (Camp Bucca) აჯანყებულებთან კავშირების ქონის ეჭვის საფუძველზე 2004 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე. შემდეგ იგი გათავისუფლებული იქნა და მას შემდეგ ამერიკელებს იგი არ დაუკავებიათ არც ერთხელ.[5]
ამ დროიდანვე იგი უერთდება აჯანყებულებს და ჯერ მცირე რაზმს ხელმძღვანელობს, ხოლო მოგვიანებით იგი ხდება ერაყის ისლამური სახელმწიფოს მმართველი ორგანიზაციის წევრი.[6]

ერაყის ისლამური სახელმწიფო რედაქტირება

ერაყის ისლამური სახელმწიფო, აგრეთვე ცნობილი როგორც ერაყის ალ-კაიდა და შუამდინარეთის ერთღმერთიანობის და ბრძოლის ორგანიზაცია, იყო საერთაშორისო ისლამისტური ორგანიზაციის, ალ კაიდას ერაყის უჯრედი. მისი დაფუძნება და ორგანიზაცია საერთაშორისო ტერორისტად გამოცხადებულ აბუ მუს'აბ აზ–ზარყავის მიერ მოხდა.
მას შემდეგ ერაყის სუნიტებით დასახლებულ რაიონებში კოალიციის ძალები დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ ამ ორგანიზაციის მხრიდან. ამ ორგანიზაციის განდევნა დასავლეთ ერაყიდან მხოლოდ ადგილობრივი სუნიტური ტომების ლიდერების ას–საჰვას (გამოღვიძება, არაბ. الصحوة), ანუ ინფორმაცია ფულის სანაცვლოდ პროგრამაში ჩართვის შემდეგ მოხერხდა. აბუ ბაქრ ალ–ბაღდადი ორგანიზაციამ 2010 წლის 16 მაისს გამოაცხადა თავის ახალ ამირად, ერთი თვის შემდეგ რაც მისი წინამორბედი, აბუ 'უმარ ალ–ბაღდადი მოკლეს რეიდის დროს.[7]
მას შემდეგ ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ მრავალი ტერორისტული აქტი და თავდასხმა განახორციელა ერაყის ტერიტორიაზე. იგი განსაკუთრებით გააქტიურდა უსამა ბინ ლადენის მოკვლის შემდეგ (რომელიც 2011 წლის 2 მაისს მოკლეს პაკისტანში).
2012 წლის 2 დეკემბერს ერაყის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მათ მოახერხეს ალ–ბაღდადის შეპყრობა.[8] თუმცა, როგორც მოგვიანებით გამოირკვა, დაპატიმრებული იქნა მხოლოდ ერაყის ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთი ქვემდებარე დაჯგუფების ლიდერი.[9]

ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფო რედაქტირება

ერაყის მეზობელ სირიაში მასობრივი გამოსვლების სამოქალაქო ომში გადაზრდის შემდეგ, აბუ ბაქრ ალ–ბაღდადიმ 2013 წლის 8 აპრილს გამოაცხადა ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს ფორმირება.[10] ახალი ორგანიზაციის სამოქმედო არეალი შეადგენდა ერაყისა და სირიის ტერიტორიებს.

ერაყისა და შამის ისლამურმა სახელმწიფომ სახელი გაითქვა როგორც ერთ–ერთმა ყველაზე უფრო ულმობელმა დაჯგუფებამ. მისი წევრები ანადგურებდნენ სუფიათა სალოცავებს, ძველ არტეფაქტებს, სალოცავ ხეებსა და ა.შ., რომელიც წარმართობის გადმონაშთი იყო და ერთღმერთიანობას უშლიდა ხელს. ისინი ასევე დაუნდობლად უსწორდებოდნენ ყველას, ვისზეც კი მცირე ეჭვს მიიტანდნენ როგორც მმართველ რეჟიმებთან თანამშრომლობაში, ასევე ისლამის მიმართ მკრეხელობაში. ამ ჯგუფში აღმოჩნდა მრავალი ექსტრემისტი, რის შედეგადაც ამ ჯგუფს ურთიერთობა დაეძაბა სირიაში მყოფ სხვა, შედარებით უფრო ზომიერ დაჯგუფებებთანაც, რაც მოგვიანებით სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში დაჯგუფების წევრებმა ასევე გამოაცხადეს, რომ ამიერიდან ისინი სხვა რელიგიის მიმდევრებისგან დაცვის გადასახადს, ე.წ. ჯიზიას აიღებდნენ. ჯიზიად დადგენილი იქნა 664 დოლარის ეკვივალენტი ექვს თვეში. თუმცა მოგვიანებით გამოცხადდა, რომ შედარებით მცირე ნივთიერი შესაძლებლობის მქონეთ შეეძლოთ ნაკლები გადაეხადათ, მათ შორის ამ დადგენილი თანხის ერთი მეოთხედიც.[11]

ისლამური სახელმწიფო რედაქტირება

2014 წლის 29 ივნისს გამოცხადდა სახალიფოს აღდგენა. ალ-ბაღდადი გამოცხადდა ხალიფად, ხოლო ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფო — ისლამურ სახელმწიფოდ. თუმცა ეს გამოცხადება სხვა ისლამისტური დაჯგუფებების მხრიდანაც კრიტიკის ქვეშ მოექცა.[12]
2014 წლის 5 ივლისს გამოჩნდა ვიდეო, სადაც აღბეჭდილი იყო ალ-ბაღდადი, რომელიც მოსულის ან-ნურის მეჩეთის კათედრიდან ქადაგებდა ტრადიციული საპარასკევო საკრებულო ლოცვისას. ერაყელმა ჩინოსანმა ამ ვიდეოს „ფარსი“ უწოდა [13], ხოლო BBC [14] და Associated Press [15] ცნობების მიხედვით, ამ ვიდეოში სწორედ ალ-ბაღდადი ქადაგებდა.

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.nytimes.com/2014/07/06/world/asia/iraq-abu-bakr-al-baghdadi-sermon-video.html?_r=0
  2. http://www.independent.co.uk/news/world/middle-east/isis-declares-new-islamic-state-in-middle-east-with-abu-bakr-albaghdadi-as-emir-removing-iraq-and-syria-from-its-name-9571374.html
  3. http://edition.cnn.com/2014/06/12/world/meast/who-is-the-isis/index.html?hpt=imi_t4
  4. http://www.bbc.com/news/world-middle-east-27801676
  5. http://www.politifact.com/punditfact/statements/2014/jun/19/jeanine-pirro/foxs-pirro-obama-set-isis-leader-free-2009/
  6. http://www.theguardian.com/world/2014/jun/12/baghdadi-abu-bakr-iraq-isis-mosul-jihad
  7. http://atwar.blogs.nytimes.com/2010/05/16/iraqi-insurgent-group-names-new-leaders/?_php=true&_type=blogs&_r=0
  8. http://www.aljazeera.com/news/middleeast/2012/12/201212214201962755.html
  9. http://www.aljazeera.com/news/middleeast/2012/12/2012127123914466937.html
  10. http://www.memri.org/report/en/0/0/0/0/0/0/7119.htm
  11. http://world.time.com/2014/02/28/al-qaeda-in-syria-extorts-christians/
  12. http://www.cbsnews.com/news/theyre-delusional-rivals-ridicule-isis-declaration-of-islamic-state/
  13. http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/middleeast/iraq/10948480/Islamic-State-leader-Abu-Bakr-al-Baghdadi-addresses-Muslims-in-Mosul.html
  14. http://www.bbc.com/news/world-middle-east-28178272
  15. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-10. ციტირების თარიღი: 2014-07-06.