აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი (ლათ. Оleum Ricini) — გლიცერინისა და ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერი, მოყვითალო, მწებავი, უსიამოვნო გემოსი და სუსტი სუნის უშრობი ზეთი. მიიღება აბუსალათინის მარცვლებისგან[1] . უწყლო სპირტს ეთერსა და ქლოროფორმს ერევა ნებისმიერი შეფარდებით. გაცივებისას (-16 გრადუსი) სქელდება და იქცევა ლაბისებრ მასად. დნობის ტემპერატურა 313 °C, სიმკვრივე 961 გ/სმ3.[2] , გასაპვნის რიცხვი 176 - 186, იოდის რიცხვი 82 - 88. იყენებენ საპოხად, აგრეთვე საპნის, ოლიფისა, და სხვ. დასამზადებლად. გოგირდმჟავით დამუშავებულ ა. ზეთს (ე. წ. ალიზარინის ზეთი) ა.ზ-ს მედიცინაში ხმარობენ საფაღარათო საშუალებად.

სტრუქტურული ფორმულა
სხავდასხვა ცხიმოვანი მჟავების საშუალო შემცველობა აბუსალათინის ლობიოში
მჟავის სახელი საშუალო პროცენტულობა
რიცინოლეინმჟავა 85–95
ოლეინმჟავა 2–6
ლინოლეინმჟავა 1–5
α-ლინოლეინმჟავა 0.5–1  
სტეარინმჟავა 0.5–1  
პალმიტინმჟავა 0.5–1  
დიჰიდროქსისტეარინმჟავა 0.3–0.5
სხვები 0.2– 0.5

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლი რედაქტირება

  1. Thomas, Alfred (2005). „Fats and Fatty Oils“, Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry. Weinheim: Wiley-VCH. DOI:10.1002/14356007.a10_173. ISBN 978-3527306732. 
  2. (2003) Aldrich Handbook of Fine Chemicals and Laboratory Equipment. Sigma-Aldrich.