აბულასანი — XII საუკუნის მიწურულს საქართველოს სამეფოს დიდი მოხელე, ერისთავთერისთავი, ამირთამირა, თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი (კახაბერ ვარდანისძის შემდეგ). აბულასანის რჩევით თამარის ქმრად მოიყვანეს ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი იური (გიორგი). იურის განდევნის შემდეგ აბულასანი თამარმა შერისხა, ჩამოართვა მეჭურჭლეთუხუცესობა და რუსთავი. ამის შემდეგ ისტორიულ წყაროებში აღარ იხსენიება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 44.
  • ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. 2, თბ., 1984;
  • ს. ჯანაშია, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
  • ი. ცინცაძე, ძიებანი რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X–XV სს.), თბ., 1956;
  • შ. მესხია, სოციალური ბრძოლა კომუნის დამარცხების შემდეგ, მისი: საისტორიო ძიებანი,I, თბ., 1982;
  • შ. ბადრიძე, საშინაო პოლიტიკური ვითარება თამარის მეფობაში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979;
  • დ. მუსხელიშვილი, კიდევ ერთხელ თბილისის ამირათამირობის ინსტიტუტის შესახებ, კრებული: "შოთა მესხია", თბ., 2006, გვ. 126–143.
  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ბასილი ეზოსმოძღვარი, ქართლის ცხოვრება, ტ. 2, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1959

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება